"ცისფერ მთებში" რომ არის, "შვებულებაში ვარ ფაქტიურადო", მგონი, ასეთ სიტუაციაში გაგვიშვეს მიშამ და ბიძინამ დანარჩენი ხალხი" - კვირის პალიტრა

"ცისფერ მთებში" რომ არის, "შვებულებაში ვარ ფაქტიურადო", მგონი, ასეთ სიტუაციაში გაგვიშვეს მიშამ და ბიძინამ დანარჩენი ხალხი"

ციხე არაა ადვილი ადგილი, მაგრამ რამდენიმე თვე რომ ციხეში ჩაჯდე, მგონი, ღირს იმისთვის, რომ 31% აიღო, როცა 22-ს გიწერენ წინა დღეებში. ჩვენ არ ვიცით რამდენი ხანი იყო შეთანხმება, მაგრამ მეორე ტურამდე სააკაშვილის გამოშვება გართულდება. ისე მოაწყობენ ამ თამაშს, რომ ქართველ ხალხს იქეთ მოგვიწევს ხვეწნა - გამოუშვით მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ "გირჩის"ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ "პალიტრანიუსის"გადაცემა "360 გრადუსში"განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანის "გონივრული იდეის გამო"ბიძინა ივანიშვილს კომპლიმენტი ეკუთვნის.

"ცისფერ მთებში"რომ არის, "შვებულებაში ვარ ფაქტიურადო“, მგონი, ასეთ სიტუაციაში გაგვიშვეს მიშამ და ბიძინამ დანარჩენი ხალხი, ვცდილობთ საკუთარ თავს მივხედოთ და არ გავერიოთ ამ თამაშში. ყველაფერი ჩვენი ბრალია ზოგადად, არასასურველი შედეგი ყოველთვის შენი ბრალია, ანუ ვერ გაითვალისწინე ის, რასაც სულ იძახდი, რომ ესენი შეთანხმებულები იყვნენ და შეთანხმება მივიდოდა ამ დონემდე. ამიტომ სხვას ვერავის დავაბრალებ. დიდი ხანია ამ თამაშს ვუყურებ. ეს თამაში დანახვადია და ამას ვამბობდი არჩევნების წინა დღითაც, როცა სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა და არჩევნების დღე "სააკაშვილის დღე""გაიჩითა“. მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანის "ტრიუკის"შედეგად, საბოლოო ჯამში "ქართულმა ოცნებამ"43%-იანი ბარიერი გადალახა. სააკაშვილმა ასევე, როგორც გამარჯვებულმა პოლიტიკოსმა შეიძლება გაიხაროს. ციხე არაა ადვილი ადგილი, მაგრამ რამდენიმე თვე რომ ციხეში ჩაჯდე, მგონი, ღირს იმისთვის, რომ 31% აიღო, 22-ს რომ გიწერენ წინა დღეებში. შიმშილობა არაა ადვილი, მაგრამ გააჩნია, შენ რისთვის ჩამოდიხარ და აქ რა გეგმები გაქვს. ჩვენ არ ვიცით რამდენი ხანი იყო შეთანხმება, მაგრამ მეორე ტურამდე სააკაშვილის გამოშვება გართულდება. ისე მოაწყობენ ამ თამაშს, რომ ქართველ ხალხს იქეთ მოგვიწევს ხვეწნა - გამოუშვით მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა ხვიჩიამ და დასძინა, რომ "ქართული ოცნების"მთავარი ამოცანა 43%-ის აღება იყო, "ნაციონალური მოძრაობის"ამოცანა კი, შელახული რეპუტაციის აღდგენა.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, "მიხეილ სააკაშვილი არის იდეალური საფრთხობელა“, რომელსაც "ქართული ოცნება"ხალხის შესაშინებლად იყენებს.

"ინტერპრესნიუსი"