მიხეილ სააკაშვილი: "ვიცი, რომ ყველა სურვილს ასრულებ, ამიტომ გთხოვ, შენზე მაგარ თოვლის ბაბუას უთხარი, თავი დამანებოს..."ბიძინა ივანიშვილი: "კი მინდა, შენი სურვილი შევასრულო, მაგრამ ახლა საჯარო მოხელე ვარ და კანონი მიკრძალავს..."ვანო მერაბიშვილი: "ტკბილეული მომიტანე, თოვლის ბაბუა, ტკბილად რომ შემერგოს!"ზურაბ ადეიშვილი: "არაფერი მინდა, მხოლოდ ერთს გთხოვ, ჩემთან რომ მოხვალ, არავის უთხრა, სად იყავი!"ბაჩო ახალაია: "ახლა ისეთ ადგილზე ვარ, თოვლის ბაბუა, რაც უნდა მომიტანო, მადლობელი დაგრჩები, ოღონდ ვაშლი არ მინდა!"მარიამ საჯაია: "თოვლის ბაბუა, ძალიან გთხოვ, მომიტანო ბევრი კაკა და კიდევ თოჯინა "ბარბი!"გუბაზ სანიკიძე: "ჩემი სურვილია, წერილი რომ მოგეცი, ყაზახ თოვლის ბაბუას გადასცე!"კახა კალაძე: "არაფერი მინდა შენგან, ერთი რამის გარდა: ვერც ერთ ბიბლიოთეკაში ვერ ვიშოვე და იქნებ ანდრე მარი ამპერის წიგნი მომიტანო!"არჩილ კბილაშვილი: "მე სურვილი კი არა, შეკითხვები მაქვს: სად ბრძანდებოდით შარშან ახალ წელს, ვისი დავალებით მოქმედებთ და რა ურთიერთობა გაქვთ სანტა-კლაუსთან?!"ელისო ჩაფიძე: "თოვლის ბაბუა, რაღა უნდა გთხოვო, მადლობა შარშან რომ გთხოვე, ის რომ შემისრულე".მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გიგი წერეთელი: "ჩვენი თხოვნაა, შეიცვალოს თოვლის ბაბუა! გზა მიეცეთ ახალგაზრდებს! 20 წელია, ერთი და იგივე თოვლის ბაბუა გვყავს! სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს!"გიგი უგულავა: "არაფერს გთხოვ, ამ 9 წლის მანძილზე რაც ამისრულე, არ წამართვა!"თემურ ქეცბაია: "გთხოვ, მაპოვნინო ორი თავდამსხმელი, სამი მცველი და ორი ნახევარმცველი, მეკარე ამ მინდა, მყავს!"შორენა ბეგაშვილი: "ჩემი სურვილია, ყველა მამაკაცს აღარ შეუსრულო სურვილი!"