ეს მნიშვნელოვანია! ”კვირის პალიტრის” ვებსაიტს გაფასიანების ფუნქცია დაემატა
ვებსაიტების მონეტიზაცია უკვე შეუქცევად პროცესად იქცა და იგი მედიის სფეროსაც შეეხო. დღეს-დღეობით, ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული ინფორმაცია საკუთარი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება ტრადიციულ, ბეჭდვითი საგაზეთო ფორმით გავრცელებულს. განსაკუთრებით, თუ ანალიტიკური ტიპის მასალაზეა საუბარი. სწორედ ამიტომ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები, როგორიცაა ”Financial Times”, “The Guardian”, “Foreign Policy” და სხვები, ერთი-მეორის მიყოლებით მიმართავენ გადაიხადე-და-წაიკითხე-ს მეთოდს. ასეთი გამოცემების რიცხვს ”კვირის პალიტრაც” შეემატა. გამოცემის ვებსაიტზე წარმოდგენილია ორი რეჟიმი - ”გადაიხადე-და-წაიკითხე” და ”წაიკითხე-უფასოდ”. ეს არ ნიშნავს, რომ უბრალო სტუმრისთვის გამოცემის ვებსაიტი დახურულია - თქვენ კვლავინდებურად შეგიძლიათ გაეცნოთ სიახლეებს და სპეციალურად ”კვირის პალიტრის” ვებსაიტისთვის ჩაწერილ ინტერვიუებსა თუ ანალიტიკურ სტატიებს, მაგრამ ექსკლუზიური საგაზეთო სტატიების გამოქვეყნებისთანავე სრულად წაკითხვა მხოლოდ ხელმომწერებს შეუძლიათ. მოგვიანებით (როგორც წესი, 4 დღის შემდეგ), საგაზეთო სტატიებიც უფასო რეჟიმში გადაინაცვლებენ, მაგრამ თუ გსურთ, დროს ფეხი აუწყოთ, საქმის კურსში იყოთ და წარმოდგენა გქონდეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ”კვირის პალიტრის” ონლაინ-ხელმოწერა თქვენთვის იდეალური ვარიანტია. გაეცანით კვირის პალიტრაზე ხელმოწერის წესებსა და პირობებს!