"მიშა ძალიან მოუქნელი იყო და სარგებლის მაგივრად გვაზარალებდა ხოლმე"
ინტერნეტში იშვიათი ფოტო გავრცელდა, რომელზეც 1995 წელს უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტის წევრების საფეხბურთო მატჩია ასახული. ფოტოში სხვებთან ერთად, ფიგურირებენ: მიხეილ სააკაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ზურაბ ჟვანია. მატჩის პერიპეტიებზე სასაუბროდ მანუჩარ მაჩაიძეს დავუკავშირდით:
- მანდ უკრაინელ დეპუტატებს ვეთამაშებოდით, ორი თამაში ვითამაშეთ, შინ და გასვლა. თბილისში მთელი თამაში გვეღრიტინებოდა მიშა, მათამაშეთო, მაგრამ არავის უნდოდა არც მიშა და არც მისი თამაში. ძალიან მოუქნელი იყო და სარგებლის მაგივრად გვაზარალებდა ხოლმე, წარმოიდგინეთ, მხოლოდ ბოლო 7 წუთი ითამაშა და ორჯერ კინაღამ წელში გადატყდა. მერე უკრაინაში რომ წავედით, იქაც წამოგვყვა და არც იქ ვათამაშებდით, მაგრამ გული შეგვიწუხა, აქ მაქვს დამთავრებული და გეხვეწებით, მათამაშეთო და ზუსტად ხუთი წუთი ვათამაშეთ, ოღონდ ბიჭებმა გააფრთხილეს, სულ მეტოქის ნახევარზე იყავი, ჩვენს ნახევარზე გადმოსული არ დაგინახოთო, ეშინოდათ, დაცვაში რაიმე არ მიექარა, ჩვენ კარში არ გაეტანა ან რამე ასეთი. ჰოდა, სულ აფსაიდში იყო, რადგან უკან ვერ ჩამოდიოდა და მანევრირების თავი კიდე მაგას არ ქონდა...
- სხვების თამაშზე რას იტყვით?