"კუნწულიკო, შენი დაბადების დღე გათენდება... სულ გულში ხარ" - მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი 39 წლის გახდებოდა: გელა დაიაურის ემოციური პოსტი - კვირის პალიტრა

"კუნწულიკო, შენი დაბადების დღე გათენდება... სულ გულში ხარ" - მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი 39 წლის გახდებოდა: გელა დაიაურის ემოციური პოსტი

ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი მომ­ღე­რა­ლი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი დღეს 39 წლის გახ­დე­ბო­და. პო­ე­ტი გელა და­ი­ა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის და­ბა­დე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"კუნ­წუ­ლი­კო... შენი და­ბა­დე­ბის დღე გა­თენ­დე­ბა... სულ გულ­ში ხარ... სუ­უ­ულ... წმინ­და ნი­ნოს მად­ლი­ა­ნი კალ­თა გფა­რავ­დეთ მანდ...." - წერს გელა და­ი­ა­უ­რი.

13 წელი გა­ვი­და თეო ქუმ­სი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან.

2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ - "ჯი­პის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის - 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

ავა­რი­ი­სას ასე­ვე და­ი­ღუპ­ნენ თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა და ვერ იპოვ­ნეს. გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა - თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

გელა და­ი­ა­უ­რი­სა და თეონა ქუმ­სი­აშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იტო­რია საქ­ვეყ­ნოდ არის ცნო­ბი­ლი. წყვილს უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­დათ. გელა და­ი­ა­ურ­მა საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის და­ღუპ­ვა საკ­მა­ოდ მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა. წლე­ბის შემ­დეგ, მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც პო­ეტ­მა ოჯა­ხის შექ­მნა გა­და­წყვი­ტა.

"ის სრულ­ყო­ფი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა ალ­ბათ აღა­რას­დროს იქ­ნე­ბა... თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. დღე­საც არ ვიცი, ამ ამ­ბავს რო­გორ შეხ­ვდე­ბი­ან. ად­რეც ვამ­ბობ­დი, რომ თუ შემ­ხვდე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, უკან არ და­ვი­ხევ­დი. შემ­ხვდა ალ­ბათ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც გა­დავ­წყვი­ტე, გა­ვაგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. ამ ტრა­გე­დი­ის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ანს რომ და­უდ­გე­ბი გვერ­დით, ესე იგი ძლი­ე­რი უნდა იყო. სი­მარ­ტო­ვემ დამ­ღა­ლა. არას­დროს მი­ძებ­ნია ვინ­მე, ვერც ვე­რა­ვინ შეც­ვლის თეოს, მაგ­რამ დამ­ღა­ლა მარ­ტო ყოფ­ნამ", - ასე ახ­სნა 2 წლის წინ სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გელა და­ი­ა­ურ­მა ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში.

ის და ეკა მა­ჩხა­ნაშ­ვი­ლი 2021 წელს და­ქორ­წინ­დნენ. (წყარო)