"რა შა­უბ­რა­ლე­ბელ იყავ, ბიჭო" - ფრაზები ქართული კომედიური ფილმებიდან, რომლითაც ყოველდღიურად ვსაუბრობთ - კვირის პალიტრა

"რა შა­უბ­რა­ლე­ბელ იყავ, ბიჭო" - ფრაზები ქართული კომედიური ფილმებიდან, რომლითაც ყოველდღიურად ვსაუბრობთ

ქარ­თულ კი­ნო­არ­სე­ნალ­ში ბევ­რი კარ­გი ფილ­მია, რო­მე­ლებ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ვერ ივი­წყებს და ხში­რად ისეც ხდე­ბა, რომ ფილ­მი­დან მთა­ვარ ფრა­ზებს ყო­ველ­დღი­ურ მე­ტყვე­ლე­ბა­შიც იყე­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ფილ­მე­ბი, სა­დაც სხარტ და ენეკ­ვი­მატ გა­მოთ­ქმებ­ში კარ­გად ჩანს ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი.

მოკ­ლედ, კარ­გი ფილ­მი ბევ­რია და მათი შერ­ჩე­ვაც ცოტა გა­ჭირ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე მა­ინც გა­მო­ვარ­ჩიე.

ფე­ო­ლა

"დაც­ვას მი­ხე­დე, ხვე­დე­ლი­ძე, დაც­ვას", "გოლი მინ­და, ხე­დე­ლი­ძე, ორი გოლი" - ეს ის ცნო­ბი­ლი ფრა­ზე­ბია, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ერთხელ მა­ინც უთ­ქვამს, უფრო სწო­რად, გა­უ­მე­ო­რე­ბია მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ქარ­თუ­ლი ფილ­მი­დან "ფე­ო­ლა", რომ­ლის დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი ბა­ა­დურ წუ­ლა­ძეა, სცე­ნა­რის ავ­ტო­რი - რეზო გაბ­რი­ა­ძე. მთა­ვარ როლს იპო­ლი­ტე ხვი­ჩია ას­რუ­ლებს. გა­და­ღე­ბუ­ლია 1970 წელს.

სახ­ლმმარ­თვე­ლო­ბის თა­ნამ­შრო­მელს უბ­ნის მო­ზარდ ფეხ­ბურ­თელ­თა გუნ­დის შექ­მნას ავა­ლე­ბენ. ბონ­დო და­ვა­ლე­ბას უგუ­ლოდ ეკი­დე­ბა. ცდი­ლობს, გუნ­დი პირ­ვე­ლი­ვე შე­ჯიბ­რე­ბა­ზე და­მარ­ცხდეს, რომ ამ საქ­მის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ, მაგ­რამ ბავ­შვე­ბი ზე­დი­ზედ იმარ­ჯვე­ბენ. ბონ­დო გუნ­დის­თვის თავს აღარ ზო­გავს, ბი­ჭე­ბი მას ფე­ო­ლას და­არ­ქმე­ვენ, ოქ­როს მედ­ლის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, გუნდს საფ­რან­გეთ­ში აგ­ზავ­ნი­ან.

ბონ­დოს ფრა­ზე­ბი მა­ყუ­რე­ბელს კარ­გად ახ­სოვს და მათი წარ­მოთ­ქმი­სას ბევ­რსაც იცი­ნის. როლს, რა თქმა უნდა, გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბი იპო­ლი­ტე ხვი­ჩია შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებს.

ქვევ­რი

მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი, 1970 წელს ლუ­ი­ჯი პი­რან­დე­ლოს მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. რე­ჟი­სო­რი - ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძეა, სცე­ნა­რის ავ­ტო­რი - რე­ვაზ გაბ­რი­ა­ძე, მთა­ვარ რო­ლებ­ში: ბუ­ხუ­ტი ზა­ქა­რი­ა­ძე, ვახ­ტანგ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე.

მთა­ვარ გმირ კა­ხელ გო­გი­ას, ვაი-ვაგ­ლა­ხით მო­ტა­ნი­ლი ქვევ­რის გა­ტეხ­ვით გულ­შე­მოყ­რილს, და­სახ­მა­რებ­ლად სოფ­ლის ხე­ლო­სა­ნი აბე­სა­ლო­მი მოჰ­ყვას. ოს­ტა­ტი ქვევ­რს კი გა­ამ­თე­ლებს, მაგ­რამ თა­ვად შიგ ჩარ­ჩე­ბა. რას არ აკე­თე­ბენ მის იქი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად, მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­და­ნაც მოჰ­ყავთ ხალ­ხი, მაგ­რამ ბო­ლოს ქვევ­რი მა­ინც გა­სა­ტე­ხი ხდე­ბა. ფილ­მის ფრა­ზე­ბი კი დღეს ჩვე­უ­ლებ­რივ მე­ტყვე­ლე­ბა­ში ისეა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი, თით­ქოს ან­და­ზე­ბი: "რო­გორ ტყვი­ლა გაჭ­მევ პურ­სა", "რო­გორ მოხ­ვდი მან­და, - უპა­სუ­ხე უფ­როს­სა. ბავ­შვო­ბი­დან აქა ვზი­ვარ", "ეს ხო წრეა, - ლა­უ­ა­ზი­ეს კა­ნო­ნია", "ქვევ­რის გა­ტეხ­ვა თქვენ არ გინ­დათ, მე კი­დევ ქრის­ტე არ ვარ, სას­წა­უ­ლი მო­ვახ­დი­ნო, სამ­ჭკუ­აშ­ვი­ლი ვარ"...

შე­რე­კი­ლე­ბი

ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია, გა­და­ღე­ბუ­ლია 1973 წელს. რე­ჟი­სო­რი - ელ­დარ შენ­გე­ლა­ია. ფილ­მი სავ­სეა იუ­მო­რი­თა და სა­ხა­ლი­სო სცე­ნე­ბით, რომ­ლის ფრა­ზე­ბიც მა­ყუ­რე­ბელ­მა ასე­ვე მალე აი­ტა­ცა. ფილ­მის სცე­ნა­რი რეზო გაბ­რი­ა­ძეს ეკუთ­ვნის.

მა­მის გარ­დაც­ვლე­ბის შემ­დეგ ერ­თა­ოზ ბრეგ­ვა­ძე ბე­დის სა­ძებ­ნე­ლად ქა­ლაქ­ში ჩა­დის, სა­დაც მშვე­ნი­ერ მარ­გა­ლი­ტას გა­იც­ნობს, რო­მე­ლიც სა­ნამ მისი ქმა­რი სამ­სა­ხურ­შია, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს მას­პინ­ძლობს. მარ­გა­ლი­ტა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ერ­თა­ო­ზი ქალს ცი­ხის უფ­რო­სის მო­ცი­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა ცი­ხის უფ­რო­სი მას სა­ტუ­სა­ღო­ში გა­მო­ამ­წყვდევს. იქ საფ­რე­ნი აპა­რა­ტის შექ­მნის იდე­ით შე­პყრო­ბი­ლი ქრის­ტე­ფო­რე დახ­ვდე­ბა. "შე­რე­კი­ლე­ბად" შე­რა­ცხუ­ლი ერ­თა­ო­ზი და ქრის­ტე­ფო­რე გაქ­ცე­ვას მო­ა­ხერ­ხე­ბენ. ცა­თამფრენს აა­გე­ბენ და ყვე­ლას გა­საკ­ვი­რად ცაში აფ­რინ­დე­ბი­ან.

"აბა, ახლა გა­ა­ღე პირი და თქვი, ააა?", "ხომ გი­თხა­რი, გაფ­რინ­დე­ბი­ა­ნო?", "შე გალ­სტუ­კი­ა­ნო პე­პე­ლა", "თუ კარგ საქ­მე­ზე მი­დი­ხართ, მეც გა­მი­ყო­ლეთ", "სიყ­ვა­რუ­ლი ვერ­ტი­კა­ლუ­რია და ბრუნ­ვა­დი", "გე­ვი­და გაღ­მა. სად გაღ­მა? მა­რილ­ზე. რა მა­რილ­ზე? მოკ­ვდა, მოკ­ვდა", "არა, ის შავი კაცი ვინ­ღა იყო?"

ცის­ფე­რი მთე­ბი, ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი

"ცის­ფე­რი მთე­ბი, ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი" - ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი (რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია) კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე 1984 წელს გა­მო­ვი­და. გა­და­ღე­ბუ­ლია რეზო ჭე­იშ­ვი­ლის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვით.

ახალ­გაზ­რდა მწე­რალს რე­დაქ­ცი­ა­ში მო­თხრო­ბა მი­აქვს, მისი გან­ხილ­ვის მო­ლო­დინ­ში გა­დის შე­მოდ­გო­მა, ზამ­თა­რი, გა­ზა­ფხუ­ლი, მო­თხრო­ბას არა თუ ვინ­მე კი­თხუ­ლობს, მისი ყვე­ლა ეგ­ზემპლა­რი უკ­ვა­ლოდ ქრე­ბა. იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყვე­ლა თა­ვის საქ­მით არის გარ­თუ­ლი, - დი­რექ­ტო­რი გა­დარ­ბე­ნა­ზეა - თათ­ბი­რი­დან ბან­კეტ­ზე, ბან­კი­დან შეხ­ვედ­რა­ზე, შეხ­ვედ­რი­დან ბან­კეტ­ზე და ასე და­უს­რუ­ლებ­ლად, რე­დაქ­ტო­რე­ბი­დან ზოგი ფრან­გულს სწავ­ლობს, ზოგი კერ­ვას, ზოგი სა­უზ­მეს ამ­ზა­დებს, ვი­ღაც შვე­ბუ­ლე­ბა­შია თუ მივ­ლი­ნე­ბა­ში, ლიტ­მუ­შა­კე­ბი ჭად­რაკს თა­მა­შო­ბენ, ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ხელ­ნა­წერს კი­თხუ­ლობს, მღე­ბა­ვია, რო­მელ­საც ხე­ლი­დან აც­ლი­ან ხელ­ნა­წე­რის ფურ­ცლებს... "რად უნდა ეს ორი სა­თა­უ­რი", "გავ­დი­ვარ და უწყი­სე­ბი გზა­ში და­მა­წი­ეთ", "ყუ­ფა­რა­ძემ და­რე­კა", "გა­ი­ტა­ნეთ ეს სუ­რა­თი, გა-ი-ტა-ნეთ", "ბო­დი­ში, ეს ბზა­რი იყო?" "არაფ­რის არ მე­ში­ნია, არაფ­რის, მე ტან­კის­ტი ვი­ყა­ვი, ომამ­დე", "დე­ფი­ცი­ტში გარ­ღვე­ვა გვაქვს", "და­ა­ნე­ბე ჩემს ცოლს თავი", "სი­გა­რე­ტი არ გაქ­ვენ?", "ა, კიდო შე­მაქ­ნა", "გივი ჩვენ ვართ გივი", "შა­ბი­ამ­ნის ახა­ლი პარ­ტია მო­ი­ტა­ნეს, არ გვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც მო­აქვთ" და ა.შ.

"მი­მი­ნო"

ის 1977 წელს გია და­ნე­ლი­ას "მოს­ფილმში" გა­და­ღე­ბუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია. მთა­ვარ რო­ლებ­ში: ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე და ფრუნ­ზიკ მკრტჩი­ა­ნი არი­ან. საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ამ კო­მე­დი­ამ მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე 1977 წელს ოქ­როს პრე­მია მი­ი­ღო. მას დღემ­დე მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს ინ­ტერ­ნე­ტის კი­ნო­ბა­ზარ­ზე.

ვა­ლი­კო ("მი­მი­ნო") მი­ზან­და­რი ვერ­ტმფრე­ნის პი­ლო­ტია. მუ­შა­ობს ქარ­თულ ავი­ა­ხა­ზებ­ზე. ერთხე­ლაც გა­და­წყვეტს, დიდ ავი­ა­ცი­ა­ში გა­და­ვი­დეს. ამ მიზ­ნით მოს­კოვ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში, რუ­ბენ ხა­ჩი­კი­ანს (სომ­ხე­თი­დან) ხვდე­ბა. ორი­ვე ერ­თად არა­ერთ გა­უ­გე­ბარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხვდე­ბა. რუ­ბი­კა ვა­ლი­კოს ცი­ხე­ში ჩას­მის­გან იხ­სნის... ვა­ლი­კო სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც მოხ­ვდე­ბა დიდ ავი­ა­ცი­ა­ში, თუმ­ცა ვა­ლი­კოს ნოს­ტალ­გია სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნებს. ამ ფილ­მი­და­ნაც მა­ყუ­რე­ბელს ბევ­რი სხარ­ტი ფრა­ზა ახ­სოვს... გააგრძელეთ კითხვა