"მიშა იყო ფაშა და ვინც ახლა იბრძვის უნდა პარტიაში მასაც იგივე ფუნქცია ჰქონდეს, ანუ ფაშა იყოს..." - ჰერმან საბო - კვირის პალიტრა

"მიშა იყო ფაშა და ვინც ახლა იბრძვის უნდა პარტიაში მასაც იგივე ფუნქცია ჰქონდეს, ანუ ფაშა იყოს..." - ჰერმან საბო

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იმარ­თე­ბო­და მი­შას ქვეშ, ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად - მიშა იყო ფაშა და ვინც ახლა იბ­რძვის, უნდა პარ­ტი­ა­ში იგი­ვე ფუნ­ქცია ჰქონ­დეს და ამ პარ­ტი­ის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი განმკარ­გვე­ლი იყოს, ანუ ფაშა,- ამის შე­სა­ხებ “გირ­ჩის” დე­პუ­ტატ­მა ჰერ­მან სა­ბომ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, თუ რა მე­თო­დე­ბით ებ­რძვი­ან ერ­თმა­ნეთს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რე­ბი, ნა­თე­ლია, რომ ისი­ნი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ერ­თად ყოფ­ნას ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ სამი ძა­ლაა - ხა­ბე­იშ­ვი­ლი, მე­ლია და ე.წ. შუ­ა­შის­ტე­ბი, ვის­თვი­საც ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და არ ცდი­ლო­ბენ და­მო­უ­კი­დე­ბელ თა­მაშს. მგო­ნი, მას შემ­დეგ, რაც არ­ჩევ­ნე­ბი დას­რულ­დე­ბა, ერთი ძალა მა­ინც ვერ მო­ა­ხერ­ხებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და­ნარ­ჩენ ორ­თან და სა­ვა­რა­უ­დოდ, პარ­ტია გა­ი­ყო­ფა. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს იმის გარ­კვე­ვა, პარ­ტი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი, ფული და სა­ხე­ლი ვის მხა­რეს დარ­ჩე­ბა. ის, რომ ისი­ნი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ერ­თად ყოფ­ნას ვერ შეძ­ლე­ბენ, ეს დღე­სა­ვით ნა­თე­ლია, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ რა მე­თო­დე­ბით ებ­რძვი­ან ერ­თმა­ნეთს. ახლა ძალ­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბა ისე­თი არ არის, რო­გორც ათი წლის წინ იყო. ახალ კო­ა­ლი­ცი­ებს და ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ვხე­დავთ, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს კარ­გად არ მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. 2012 წელს არ იყო არც მე­ლია და ხა­ბე­იშ­ვი­ლიც რი­გი­თი მო­თა­მა­შე იყო. რა­საც ახლა ვხე­დავთ, იმის პირ­და­პი­რი ანა­რეკ­ლია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იმარ­თე­ბო­და მი­შას ქვეშ ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად და როცა ეს საყ­რდე­ნი გა­მო­ე­ცა­ლათ, გა­მოჩ­ნდა, შიგ­ნით რამ­დე­ნად ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სი­ცა­რი­ე­ლეა და ვხე­დავთ ბრძო­ლას ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ფორ­მა­ლუ­რი ბერ­კე­ტე­ბის­თვის, რო­გო­რიც არის - საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნო­ბა და ფულ­ზე კონ­ტრო­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ ეს პარ­ტია არ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ერთ ადა­მი­ან­ზე. როცა ის ადა­მი­ა­ნი ქრე­ბა, ყვე­ლა ცდი­ლობს, ახა­ლი ფაშა გახ­დეს. მიშა იყო ფაშა. ფაშა რა, პარ­ტი­ის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ლი­დე­რი. შეგ­ვიძ­ლია, ამას ფა­შაც და­ვუ­ძა­ხოთ, მე­ფეც და პარ­ტი­ის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ლი­დე­რიც. ვინც იბ­რძვის, მათ დამ­ფი­ნან­სებ­ლებს უნ­დათ, პარ­ტი­ა­ში იგი­ვე ფუნ­ქცია ჰქონ­დეთ, რაც მი­შას ჰქონ­და და ამ პარ­ტი­ის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი განმკარ­გვე­ლი იყოს, ანუ ფაშა”,- გა­ნა­ცხა­და ჰერ­მან სა­ბომ.

IPN