"თუ ცოცხალი გადავრჩი, საკუთარ მომავალს მხოლოდ უკრაინაში ვხედავ" - კვირის პალიტრა

"თუ ცოცხალი გადავრჩი, საკუთარ მომავალს მხოლოდ უკრაინაში ვხედავ"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანულ გამოცემა Spiegel-თან სამომავლო გეგმებზე საუბრისას, აღნიშნავს, რომ "თუ ცოცხალი გადარჩება“, იგი საკუთარ მომავალს „მხოლოდ უკრაინაში ხედავს“.

მისი თქმით, ძალიან საცოდავია იმის ყურება, როგორ იქცევა საქართველო კრემლის საიდუმლო მოკავშირედ.

“ამ ქვეყნის ისტორიაში როლი უკვე ვითამაშე და წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ ზელენსკისთან მუშაობის საშუალება მქონდა, რომელსაც თავისუფალი სამყაროს ლიდერად ვხედავ.

საპირისპიროდ, ძალიან საცოდაობაა იმის ყურება, როგორ იქცევა საქართველო კრემლის საიდუმლო მოკავშირედ ამ ომში”, - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"