"არანორმალური სიყვარული გვქონდა... დიდი ისტორიები და ტანჯვა გადაგვხდა თავს" - როგორ იხსენებს გმირულად დაღუპულ პოლიციელს მეუღლე? - კვირის პალიტრა

"არანორმალური სიყვარული გვქონდა... დიდი ისტორიები და ტანჯვა გადაგვხდა თავს" - როგორ იხსენებს გმირულად დაღუპულ პოლიციელს მეუღლე?

ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს სა­გა­რე­ჯო­ში და­ი­ღუ­პა, 24 იან­ვარს სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­ღუ­პუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი სა­მი­ნის­ტროს I ხა­რის­ხის მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და.

ოთარ ღვი­ნაშ­ვილს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა. პო­ლი­ცი­ელ­მა ნინო მე­ლე­შაშ­ვილ­ზე 2008 წელს იქორ­წი­ნა. რო­გორც გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის მე­უღ­ლე იხ­სე­ნებს, მათ არა­ნორ­მა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­დათ და ბედ­ნი­ე­რი 14 წელი გა­ა­ტა­რეს ერ­თად, თუმ­ცა ტრა­გე­დი­ამ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა.

"ყო­ველ სა­ღა­მოს ვი­დე­ოთ­ვა­ლით გვი­რე­კავ­და. იქი­და­ნაც ზრუ­ნავ­და ჩვენ­ზე. 19-ში გა­ვა­ცი­ლე სა­გა­რე­ჯო­ში, დაგ­ვემ­შვი­დო­ბა.. რომ გა­დი­ო­და სახ­ლი­დან, სულ მე­უბ­ნე­ბო­და, მოდი კარი და­კე­ტეო, იდგა ხოლ­მე, მე­ლო­დე­ბო­და, რო­დის დავ­კე­ტავ­დი, რომ იმე­დი­ა­ნად წა­სუ­ლი­ყო. მთე­ლი დღე ხაზ­ზე იყო, გვწერ­და, გვი­რე­კავ­და ხოლ­მე.

ტრა­გე­დი­ის ღა­მეს არა­ვის არ და­უ­რე­კავს, ჩე­მით გა­მეღ­ვი­ძა. ჩავ­რთე ტე­ლე­ვი­ზო­რი და როცა და­ვი­ნა­ხე, რომ სა­გა­რე­ჯო­ში ხდე­ბო­და ამ­ბა­ვი, და­ვი­წყე რეკ­ვა. ად­გი­ლიც ვი­ცა­ნი, რა თქმა უნდა, ვხვდე­ბო­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ერთ-ერთი ის ყო­ფი­ლი­ყო. გამ­თე­ნი­ის 6 სა­ა­თი იყო, რო­დე­საც და­მი­კა­კუ­ნეს და ეს სა­ზა­რე­ლი ამ­ბა­ვი მაც­ნო­ბეს". (გააგეძელეთ კითხვა)