"ვინც პირდაპირ, ან ირიბად მონაწილეობდა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში, ყველა დამნაშავეა" - გია ხუხაშვილი - კვირის პალიტრა

"ვინც პირდაპირ, ან ირიბად მონაწილეობდა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში, ყველა დამნაშავეა" - გია ხუხაშვილი

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი წერს, რომ ყვე­ლა, ვინც პირ­და­პირ, ან ირი­ბად მო­ნა­წი­ლე­ობ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში, არ­წმუ­ნებ­და, დამ­ნა­შა­ვეა.

ამის შე­სა­ხებ ხუ­ხაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"ვინც პირ­და­პირ, ან ირი­ბად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში, მათ შო­რის, არ­წმუ­ნებ­და, რომ ეს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვეა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ამას შეგ­ნე­ბუ­ლად აკე­თებ­და, თუ სიბ­რიყ­ვით. სიბ­რიყ­ვე, რა­საც მძი­მე შე­დე­გე­ბი მოყ­ვე­ბა, პო­ლი­ტი­კა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად იგი­ვე სიმ­ძი­მის და­ნა­შა­უ­ლია, რო­გო­რიც ღა­ლა­ტი…" - წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ ხალ­ხი, რო­მელ­მაც 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი დაბ­რუ­ნე­ბა და­გეგ­მა, რუ­სე­თის ჩა­ნერ­გი­ლი აგენ­ტე­ბი იყ­ვნენ.

ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხელ სა­ა­კაშ­ვილ­მა გერ­მა­ნულ გა­მო­ცე­მა Spiegel-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა, მის­მა წი­ნა­მორ­ბედ­მა დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა არა მხო­ლოდ მისი ფი­ზი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კა­ვე­ბი­სა და გა­სა­მარ­თლე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცეს.

“რუ­სე­თის გარ­და მსოფ­ლი­ო­ში სხვა არც ერ­თმა ქვე­ყა­ნამ არ აღი­ა­რა ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ ბრალ­დე­ბე­ბი ან გა­ნა­ჩე­ნე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ დრო იყო ცუდი - ასე ახ­ლოს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ომის და­წყე­ბამ­დე. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ ხალ­ხი, რო­მელ­მაც 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი დაბ­რუ­ნე­ბა და­გეგ­მა, რუ­სე­თის ჩა­ნერ­გი­ლი აგენ­ტე­ბი იყ­ვნენ...

სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემი და­ბა­დე­ბის ქვე­ყა­ნა დიდი ხა­ნია, რაც პუ­ტი­ნის ფა­რუ­ლი მო­კავ­ში­რე გახ­და”, - ამ­ბობს სა­ა­კაშ­ვი­ლი.