"კაფეში მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე საათში 42 წლის ქალი აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს" - რა მოხდა ბათუმში: პროკურატურა ინფორმაციას აქვეყნებს
ბათუმში 42 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დალი ელიზბარაშვილი გორელი იყო და ბათუმში სამუშაოდ იყო ჩასული. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ ცხედარი ნაწამებია.
"ნაცემი და ნაწამებია ჩემი შვილი... რომ ლაპარაკობენ ვითომ დაიხრჩო თავიო, რაზე უნდა დაეხრჩო თავი?!” - ამბობს გარდაცვლილი ქალის დედა "მთავარ არხთან" საუბრისას.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.ბათუმში მომხარ ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა. უწყების ცნობით, 42 წლის ქალი გარდაცვლილი სასტუმროს ნომრის აბაზანაში იპოვეს.
მათივე ინფორმაციით, მანამდე, ერთ-ერთ კაფეში კონფლიქტი მოხდა ელიზბარაშვილსა და მის თანმხლებ ქალს შორის.
"ქ.ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. მოცემულ ეტაპზე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც ბრალდება ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 26 იანვარს, ქ. ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში , ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს. (გააგრძელეთ კითხვა)