სკანდალით დატოვებული რუსეთის გუნდი, ფეხბურთელი შეყვარებული და ტრიუმფი საქართველოს სახელით - ულამაზესი ანასტასია გუბანოვას სპორტული და პირადი ცხოვრება
ქართულ სპორტულ სამყაროში დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა. ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ თავისუფალი პროგრამითაც წარმატებით იასპარეზა და ორივე პროგრამის ჯამში 199.91 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
მეორე ადგილი ჩემპიონატის ფავორიტად მიჩნეულმა ბელგიელმა ლუნა ჰენდრიკსმა 193, 48 ქულით დაიკავა, მესამე ადგილზე კი შვეიცარიელი კიმი რეპონდი 192, 51 ქულით გავიდა.
ვინ არის ანასტასია გუბანოვა?
ანასტასია გუბანოვა რუსეთში, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატში 2002 წელს დაიბადა. დიდ სპორტში მისი ჩართვა მშობლემა 2006 წელს გადაწყვიტეს და 4 წლის გოგონამ სანქტ-პეტერბურგში ფიგურულ სრიალში დაიწყო ვარჯიში, სადაც 2018 წლამდე დარჩა. 2018/19 წლების სეზონი მოსკოვში, ცსკა-ში გაატარა, სადაც ელენა ბუიანოვასთან ემზადებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ 18:05 / 28-01-2023საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა - ანასტასია გუბანოვას ტრიუმფირუსული მედია წერს, რომ სწორედ ამ წლებში გოგონას კარიერამ დაცემა დაიწყო. მოციგურავემ ვერ შეძლო ნაკრებში ფეხის მოკიდება, მას ცნობილმა მწვრთნელმა ელენა ბუიანოვამაც ვერ უშველა. ახალი მენტორი არ იყო კმაყოფილი გუბანოვას შედეგებით: ის მუდმივად ახდენდა ზეწოლას სპორტსმენზე და ბევრს ითხოვდა. მან ღიად განაცხადა, რომ სპორტსმენის ფორმა არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და დაჟინებით მოითხოვდა უფრო გულმოდგინე ვარჯიშს. გუბანოვასა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი იქამდე მივიდა, რომ 2019 წლის ზაფხულში გუბანოვა სკანდალით გარიცხეს სპორტული სკოლიდან. კარიერის გასაგრძელებლად ანასტასია სანქტ-პტერბურგში დაბრუნდა სადაც ახალგაზრდა მენტორტან ევგენი რუკავიცინთან ვარჯიშობდა.
გუბანოვა რუსეთის ჩემპიონატში ოთხჯერ გამოვიდა, საუკეთესო შედეგი კი მე-6 ადგილი ჰქონდა. მან ორჯერ გაიმარჯვა იუნიორთა გრანპრის ეტაპებზე და მეორე იყო სერიის ფინალში.
2021 წლიდან ის საქართველოს სახელით გამოდის..
რუსული მედია გუნაბოვას გამარჯვებას ეხმაურება. "ევროპის ჩემპიონატი ისევ რუსმა ქალმა მოიგო გუბანოვამ დაამტკიცა, რომ ჩვენი გოგოები საუკეთესოები არიან - ვკითხულობთ რუსულ სპორტულ ინტერნეტპორტალებზე. (გააგრძელეთ კითხვა)