"კაცმა კაცის გაჭირვება რა იცის..." - ზურა შევარდნაძის სახალისო ვიდეო ინდოეთიდან
ზურა შევარდნაძე სახალისო ვიდეო ავრცელებს ინდოეთიდან და "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ სამშობლოში ბრუნდება:
"ინდოეთს რომ მაჰარაჯების უმდიდრესი და ძლევამოსილი დინასტია ოდითგან მართავდა ეს ყველამ იცის. ისიც ვიცით, რომ ინგლისის კოლონიზაციის პერიოდში მაჰარაჯები გააძლიერეს, ბრიტანელებმა სათავისოდ მოიმხრეს და მათი დახმარებით ავრცელებდნენ მმათველობას. მაჰარაჯების აღურიცხავ სიმდიდრეზე და მათ სასახლეებზეც გვსმენია.ჩემმა "კარმამ" ნამდვილ მაჰარაჯასთან შემახვედრა, მისი მასპინძლობით ბედნიერების საშუალება მომცა და მეტიც, დამამეგობრა მასთან.მაჰარაჯა ჰარშვარდან სინგი 47 წლის კაცია, დიდებული წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებულ, ოქრო- ვერცხლით, ფარჩა-აბრეშუმით სავსე სასახლეში ცხოვრობს რაჯასტანში, ენით აუწერელია მისი შესაძლებლობები. მართალია დღეს მაჰარაჯები პოლიტიკური მართვის უფლებებით ვერ სარგებლობენ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით პოლიტიკოსებზე გაცილებით მაღლა დგანან თავიანთი აღქმა-განსჯის და სხვა უნარებით, შესაძლებლობებით, განათლების ხარისხით და შესაბამისად გავლენით.ჰარშვარდანს სხვა მაჰარაჯებისაგან ის განასხვავებს, რომ მამის დიდი გრანოფატარ სინგ ის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა შეცვალოს თავისი ცხოვრება, არც ტრადიციებზე და დაუჯერებელ მემკვიდრეობაზე თქვას უარი და ამავდროულად იყოს თანამედროვე, თავისუფალი, აზრიანი, გონიერი და რაც მთავარია ადამიანური, ადამიანური გარშემომყოფების მიმართ..ეს მას გამოუვიდა და მისი მონათხრობებიდან იოლად ჩანს თავის თავზე გამარჯვებული და უდიდესი მარწუხებისაგან გათავისუფლებული მიმზიდველი ახალგაზრდა კაცი, განათლებული, დიდი ადამიანური თვისებებით, საუცხოო აღზრდით, მანერებით, უდიდესი გულმოწყალეობით. როცა ხედავ როგორი მოკრძალებით და პატივისცემით ებყრობა თავის ქვეშევრდომებს ადვილი დასადგენია მისი მაღალი ზნეობა. ყველას მიმართ დიდ თანაგრძნობას იჩენს.მის მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოხატავს ყველა, უმცროსი, უფროსი, მდიდარი, ღარიბ-ღატაკი, შინაური, გარეული, ყველა..სასახლე დიდ გალავანშემორტყმულ, ალაყაფებიან, შადრევნებიან, ფარშევანგებიან, ტროპიკული ხეებით დაბურულ საოცარ ეზოში დგას, გალავნის გასწვრივ დიდი გაუვალი ლაბირინთებია საცხოვრებელი სახლებით, ყველა კარიდან ვიღაც შედის, გამოდის, გაუგებარია...მიხსნის "წინათ, მაჰარაჯას იმდენი ცოლი ჰყავდა რამდენსაც მოისურვებდა და რამდენის შენახვაც შეეძლო. ახალ მოყვანილ პატარძალს უფლება ჰქონდა 40 მხლებელი თან მოეყვანა სასახლეში, მეგობარი ქალები, ნათესავები, ახლობლები, ვინც უნდოდა. მაჰარაჯა ამ "თან მოყოლილ" ხალხზე იღებდა პასუხისმგებლობას მთელი ცხოვრება დაებინავებინა, დაესაქმებინა, შეენახა, გამოეკვება და ყველაფრით უზრუნველეყო ისინი. დღეს ჩემს ეზოში ასე ჩემი ბაბუების სხვადახვა ცოლების მიერ მოყვანილი ხალხი, მათი შვილები და შვილიშვილები ცხოვრობენ. ეს ადამიანები ჩვენი ოჯახის სიძლიერედ ითვლება..."ჰარშვარდანს მის ირგვლივ შემოკრებილი ჰყავს რეგიონის ყველაზე გონიერი, განათლებული, ლამაზი, პროგრესული, თანამედროვედ მოაზროვნე და გემოვნებით ჩაცმული, წესიერი ახალგაზრდები. დედაქალაქიდან და ქვეყნის გარედანაც ჩამოდიან მასთან, უყვართ, უსმენენ პატივს სცემენ.მაჰარაჯა ცდილობს, ყველას ამყოფინოს ყურადღება. ტრადიციული ვახშმის და მელანქოლიური რაჯასტანული ჰანგების შემდეგ სტუმრების ნაწილს ცეცხლთან, ლურჯი, ვასკვლავებიანი ცის ქვეშ ეპატიჟება, ვარდის ნაყენი და შარბათი უხვად, თანამედროვე მუსიკით ატკბობენ იქაურობას...მაჰარაჯა ჰარშვარდან სინგი!! არ ვიცი მეორე ადამიანი ვინც ბოლო დროს ამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ამდენ რამეზე დამაფიქრა, ბევრ პაუხგაუცემელ შეკითხვაზე მაპოვნინა პასუხი, გამაძლიერა, სულიერად გამამდიდრა.თავის მხლებლებთან ერთად ზაფხულში ჩამოვა საქართველოში, სტუმრად ჩემთან. არაფერი სჯობს მის მოსმენას, დანახვას. შორიდან მაინც შეგახედებთ, მერწმუნეთ ერთ რამედ ღირს)))მგონი გადავაჭარბე, ბაღს თუ არ დავუბრუნდი გასხვლა, და საგაზაფხულოდ თესვა არ დავიწყე დამრჩება ყველაფერი ოხრად!!!ხვალიდან თქვენი ვარ მთლად, დამთავრდა ჩემი ტრიშინი.
ზურა შევარდნაძე ინდოეთში იმყოფება ფილმის გადაღებაზე. რამდენიმე დღის წინ ფლორისტი წერდა, რომ ძალიან გახარეული იყო და ძალიან სანტერესო დღეები ელოდა წინ:
"როლზე დამამტკიცეს, უსაშველოდ გახარებული და ცოტა დამფრთხალი ვარ!!!" - წერს ზურა შევარდნაძე "ფეისბუქზე":
"მამშვიდებენ, რომ შევძლებ, რა გამოვა ამ ამბვისგან არ ვიცი, ერთს კი ზუსტად ვხედავ, ვარ წარმოუდგენელ სილამაზეში, გავიცანი და დავუმეგობრდი საოცრად საინტერესო ადამიანებს, პროფესიონალებს, ნამდვილ ჯადოქრებს.ახალ გაჩენილ მეგობრებზე, ნამდვილ მაჰარაჯაზე მის სასახლეზე და დაუჯერებელ ცხოვრებზე აუცილებლად მოგიყვებით.სიხარული და საინტერესო დღეები დაგვებედოს!"