"სააკაშვილმა იცის, ვინც უღალატა" - რას აცხადებს ლიზა იასკო - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა იცის, ვინც უღალატა" - რას აცხადებს ლიზა იასკო

უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა "ნაციონალურ მოძრაობაში" ჩატარებულ არჩევნების შედეგებზე. მისი თქმით, "ლევან ხაბეიშვილი ასახავს ქართველი ხალხის აზრს, განსაკუთრებით, მათი, ვინც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობითაა შეწუხებული":

"მივესალმები ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც ქართველი ხალხის სურვილებსა და ინტერესებს ასახავს. ქართული საზოგადოება მიისწრაფვის ევროპული მომავლისკენ, მე კი მხოლოდ ამ კურსის და ბრძოლის მჯერა. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ მიხეილის ჯანმრთელობის საშინელ მდგომარეობას გაითვალისწინებენ და მას მიეცემა შესაძლებლობა იმკურნალოს საზღვარგარეთ სპეციალიზირებულ დაწესებულებაში. მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ახლა #1 პრიორიტეტი უნდა იყოს".

"მე ვფიქრობ, ლევან ხაბეიშვილი ასახავს ქართველი ხალხის აზრს, განსაკუთრებით, მათი, ვინც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობითაა შეწუხებული. ლევან ხაბეიშვილი არის ის ფიგურა, რომლის გარშემო გაერთიანდება ხალხი და მოითხოვს სამართლიანობას".

იასკო შეეხო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხსაც:

"არ მინდა სახელები დავასახელო, არც ვანო მერაბიშვილი, არც სხვა არავინ, უბრალოდ ვიცი, რომ როდესაც მე კარგად ვიცოდი ვინ უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშილს, ვანო მერაბიშვილი ამ ჯგუფში არ იყო. ის ძალიან იშვიათი სტუმარი იყო კიევში. მე ვერ დავადასტურებ, რომ იმ დროს რაღაც ხდებოდა. ალბათ ვანომ თქვა ის, რაც ჰქონდა სათქმელი. ვფიქრობ, რომ რაღაც სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ არის კორექტული. ახლა არ ვიტყვი ვინ იყო მოღალატე და სახელებს არ დავასახელებ. თანაც არა მგონია, რომ ეს სააკაშვილს რამენაირად დაეხმარება, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი ხალხი არის. მოღალატეები არიან რამდენიმე მხრიდან. მიხეილ სააკაშვილმაც იცის ვინ ვინ არის და კარგად იცის ვინ რას ეუბნებოდა, ვინ ასრულებდა თავის დაპირებას და ვინ არა, მაგრამ ამას არ ამბობდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიკეთა პიარი და კარიერა მიხეილ სააკაშვილის სახელზე და აგრძელებენ ამის კეთებას. ბევრი ადამიანი სპეკულირებს მისი სახელით. დღევანდელი შავი პიარის კამპანია არჩევნების წინ, იყო ამის ნაწილი. მინდა, რომ ყველა კონცენტრირდეს მთავარ ამბებზე და მოქმედებაზე და რა იმაზე თუ ვინ გამოჩნდება ტელევიზიაში ყველაზე ხშირად და ლამაზად. ბევრ ადამიანს სურს ინტერვიუში მონაწილეობა ან თქვენთნ სტუდიაში მოსვლა, მაგრამ ამას არ მოჰყვება არანაირი რეალური მოქმედება. თუ ჩვენ გვინდა პოლიტიკური ცვლილებები, უნდა მოხდეს როგორც მედია, ასევე რეალური აქტიურობა. სიტყვები იაფია, მოქმედება ძვირი. ახლა იმ ადამიანების მოქმედების დროა, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველოს ჰქონდეს მშვიდობიანი მომავალი. ასევე, ვისაც უნდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება", - ამბობს ლიზა იასკო.

თარგმანი: ტვ პირველი