"მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული... როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ, ადგნენ და გამოუქვეყნეს - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი? - კვირის პალიტრა

"მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული... როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ, ადგნენ და გამოუქვეყნეს - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ნიკა მე­ლი­ას ხმო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რე­ბი "მე­გობ­რუ­ლი ჩა­თი­და­ნაა" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. მი­სი­ვე ცნო­ბით, ჩათ­ში იყ­ვნენ თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, გიგა ბო­კე­რია, გიგი უგუ­ლა­ვა, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, გივი თარ­გა­მა­ძე, გოკა გა­ბაშ­ვი­ლი, ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლი, ნიკა მე­ლია და ნიკა გვა­რა­მია, ხოლო ჩა­ნა­წე­რი 2016 წლი­საა (ცნო­ბის­თვის სა­უ­ბა­რია აუ­დი­ჩა­ნა­წერ­ზე, სა­დან ნიკა მე­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აგი­ნებს). შე­გახ­სე­ნებთ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას, გავ­რცელ­და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტი მე­ლია სა­ა­კაშ­ვილს აგი­ნებ­და.

ამ საკითხზე ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" წერს:

"სა­ნამ არ­ჩევ­ნე­ბი მორ­ჩე­ბო­და, არ მინ­დო­და ჩა­რე­ვა, ან რო­მე­ლი­მე მხა­რის სა­სარ­გებ­ლოდ მოქ­მე­დე­ბა - ხომ ვთქვი, მინ­დო­და ყვე­ლას წა­ე­გო და ასეც მოხ­და იდე­ა­ში. ახლა როცა მორ­ჩა, გე­ტყვით, რომ მე­ლი­ას ჩა­ნა­წე­რი 2016 წლი­საა და ჩვე­ნი მე­გობ­რუ­ლი ჩე­თი­და­ნაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი

ამ ჩეთ­ში ვი­ყა­ვით მე, გიგა, უგუ­ლა­ვა (ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის მერე და არა ვო­ი­სე­ბის მო­მენ­ტში), კე­ზე­რაშ­ვი­ლი, გივი თარ­გა­მა­ძე, გოკა გა­ბაშ­ვი­ლი, ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლი, მე­ლია და გვა­რა­მია (რო­მე­ლიც მაგ ვო­ი­სე­ბის ჩაყ­რის მო­მენ­ტში უკვე გა­სუ­ლი იყო, უკვე კონ­ფლიქ­ტი გვქონ­და მი­შას დო­ზებ­ზე ეთერ­ში - ვერ ვა­გე­ბი­ნებ­დით, რომ დამ­ღუპ­ვე­ლია).

მე­ლია ბოლო მო­მენ­ტამ­დე მე­სი­ა­ნიზ­მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა, ანუ ჩვენს ბა­ნაკ­ში იყო და ვო­ი­სე­ბად ჩაგ­ვი­ყა­რა ჩეთ­ში მი­შას­თან ლა­პა­რა­კის ში­ნა­არ­სი (რაც მო­ის­მი­ნეთ).რომ გა­დახ­ტა და მი­შას მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი ხარ­თო, კი­ვი­ლი და­ი­წყო - ვი­ცი­ნო­დით მერე ამ ვო­ი­სებ­ზე.

მა­ში­ნაც იყო აზრი, რომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი­ყო, ოღონდ არა ფა­რუ­ლად, არა­მედ ღიად - რო­დის იყა­ვი მარ­თა­ლი? როცა მი­შას აგი­ნებ­დი, თუ როცა ჩვენ მო­ღა­ლა­ტე­ებს გვე­ძა­ხი? - ამ კი­თხვით. მაგ­რამ გიგა კა­ტე­გო­რი­ულ უარ­ზე წა­ვი­და და არ და­უშ­ვა - პი­რა­დის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას სა­დაც მე ვარ, არ ვი­კად­რებ­თო. ფა­რუ­ლად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ვერც გა­უ­ბე­დავ­დნენ (უნ­დო­დათ).

ხოდა, ახლა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ გი­გას მო­რა­ლუ­რი მარ­წუ­ხე­ბის­გან და ყვე­ლა­ფე­რი იკად­რეს. ანუ კე­ზე­რაშ­ვი­ლის, უგუ­ლა­ვას, თარ­გა­მა­ძის, მაჩ­ვის და მათი გა­ბაზ­რე­ბუ­ლია და რო­გორც ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რებს, ისე ჩა­უგ­დო. ამის მერე ამ ადა­მი­ა­ნებ­მა მე­ლია ლი­დე­რად ამო­არ­ჩი­ეს და 2021 წლის არ­ჩევ­ნებ­ში მის შტაბ­ში ბზრი­ა­ლებ­დნენ - გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით.

როცა აღარ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ფუ­ლის ტო­მა­რა მე­ლი­ამ სა­თა­მა­შოდ, ად­გნენ და პი­რა­დი ვო­ი­სე­ბი გა­მო­უქ­ვეყ­ნეს .ასე­თი სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი არი­ან.უა­რე­სე­ბი იქ­ნე­ბი­ან ძა­ლა­უფ­ლე­ბას თუ მი­ა­კა­რე - ღირ­სე­ბის­გან დაც­ლი­ლე­ბი არი­ან, ამ­დენ­მა მარ­ცხმა სულ გა­მო­ა­თაყ­ვა­ნა მო­რა­ლუ­რად.

მოკ­ლედ, მარ­ცხის დროს უნდა გა­იც­ნო ადა­მი­ა­ნე­ბი - მანდ ყვე­ლა­ზე კარ­გად ავ­ლე­ნენ თა­ვებს", - წერს თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.