"მუსიკოსს ბავშვი ლამის ხელიდან გაუვარდა და ამის გამო ისე ინერვიულა, რომ სააბაზანოში ჩაიკეტა და ერთი დღე გარეთ არ გადიოდა" - ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ მაიკლ ჯექსონის შვილები? - კვირის პალიტრა

"მუსიკოსს ბავშვი ლამის ხელიდან გაუვარდა და ამის გამო ისე ინერვიულა, რომ სააბაზანოში ჩაიკეტა და ერთი დღე გარეთ არ გადიოდა" - ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ მაიკლ ჯექსონის შვილები?

ლეგენდარული მუსიკოსის, მაიკლ ჯოზეფ ჯექსონის გარდაცვალებიდან უკვე თითქმის 14 წელი გავიდა. პოპ-მუსიკის მეფემ მსმენელს უამრავი შესანიშნავი მუსიკა დაუტოვა. ბევრისათვის საყვარელი მომღერლის გარდაცვალების შემდეგ არ წყდებოდა საუბრები ჯექსონის ოჯახის წევრებსა და მუსიკოსის დანატოვარ ქონებაზე. ჯექსონს მეორე მეუღლისგან - დები როუსგან ორი შვილი დარჩა, მესამე ვაჟის დედის სახელი კი დღემდე უცნობია.

საინტერესოა, როგორ ცხოვრობენ ისინი ცნობილი მამის გარდაცვალების შემდეგ.

პრინც მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი

fa9dddcb872e3b47c8a3e17292e8ff6f-1675154768.jpg
პრინც მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი

უამრავი შემთხვევა არსებობს, როცა წარმატებული ადამიანების შვილები მშობლების გარდაცვალების შემდეგ ვერაფერს აღწევენ, თუმცა ამას ვერ ვიტყვით პოპ-მუსიკის მეფის შვილებზე. პირველი ვაჟი, პრინც ჯექსონი 1997 წლის 13 თებერვალს ლოს-ანჯელესში დაიბადა. ის მუსიკოსის ბიოლოგიური შვილია, რომელიც მეუღლისგან - დები როუსგან ჰყავს. დები მაიკლ ჯექსონის დერმატოლოგის დამხმარე იყო და მუსიკოსს ვიტილოგოს მკურნალობაში ეხმარებოდა. ისინი 1996 წელს დაქორწინდნენ, თუმცა 1999 წელს დაშორდნენ.

როგორც ცნობილია, დები როუმ პრინც ჯექსონის გასაჩენად ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართა, მალე წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ჯექსონმა შვილზე მეურვეობა აიღო და სასამართლოს გადაწყვეტილებით, დების ბავშვის ნახვა 45 დღეში ერთხელ შეეძლო. როცა ჯექსონი გარდაიცვალა, პრინცი მაშინ 12 წლის იყო. მასზე მეურვეობა კი მუსიკოსის დედას დაეკისრა.

მუსიკოსის უფროსმა ვაჟმა საუკეთესო განათლება დასთან ერთად კალიფორნიაში მიიღო. ბავშვობიდან იზიდავდა ჟურნალისტიკა და ტელევიზიაში მუშაობაზე ოცნებობდა, პროდიუსერობაც სურდა, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ ეს სფერო არ მოსწონდა და ბიზნესის მართვა შეისწავლა.

დღეს უმცროს ჯექსონს საკუთარი პროდიუსერული კომპანია - King’s Son აქვს. ის ძალიან ამაყობს, რომ მაიკლ ჯექსონის ვაჟია და მამის ხსოვნას ბოროტი ჭორებისგან იცავს.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ მამა არავის დაავიწყდეს, ხშირად ვიხსენებ მის დარიგებებს და ცხოვრების პრინციპებს“, - აღნიშნავს პოპის მეფის ვაჟი.

აღსანიშნავია, რომ პრინცი აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში, ის უსახლკარო ოჯახებსა და ბავშვებს ეხმარება.

პერის ჯექსონი

fit-795-547-false-crop-2710-1523-0-120-q90-539961-84c06a3727acffe9e6085212f-1675154768.jpeg

მაიკლ ჯექსონის შვილებს შორის, პერის ჯექსონი ყველაზე ცნობილი და წარმატებულია. მას სოციალურ ქსელში 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, აქტიურადაა ჩართული მოდის სფეროში.

მეამბოხე გოგონას სხეულის უმეტესი ნაწილი ტატუებითაა დაფარული, რომელთა უმრავლესობა მამას ეძღვნება. მისი ნათლია ყველასათვის ცნობილი მსახიობი - მაკოლეი კალკინია.

მედიის ცნობით, 2013 წელს მას სუიციდის მცდელობა ჰქონდა, ამიტომ სოციალურ აგენტებთან ფსიქოლოგიურ მკურნალობას გადიოდა.

majkl-dzhekson-s-detmi-1675154768.jpg

ჯექსონის შვილი 2015 წელს ფეხბურთელზე - ჩესტერ კასტელოზე დაქორწინდა, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა. განქორწინების მიზეზი კი უცნობია. პერისი საკმაოდ აქტიური ფემინისტია და უამრავ აქციაში მონაწილეობს. როგორც ცნობილია, ჩართული იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებშიც.

ძმებზე პერის ჯექსონი დიდი სიყვარულით საუბრობს:

„არ შემიძლია წარმოვიდგინო იმაზე კარგი რამ, ვიდრე ჩვენი მეგობრობაა, მენატრება ის დღეები, როცა ერთად ვთამაშობდით“, - ამბობს ძმებზე პერისი.

გოგონას მთავარი ოცნება, მამის, მაიკლ ჯექსონის სახლის გამოსყიდვაა. გარდაცვალების შემდეგ ჯექსონს უამრავი ვალი დარჩა, მისი რანჩო კალიფორნიაში კი იყიდება.

„ის საუკეთესო მამა იყო“, - თქვა ატირებულმა პერისმა მამის დაკრძალვაზე.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსსა და ბავშვების დედას, დები როუს ძალიან უცნაური ურთიერთობა ჰქონდათ. ქალი მუსიკოსის ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როცა ის პირველ მეუღლეს, ელვის პრესლის შვილს, ლიზა მარია პრესლის დაშორდა. როგორც ცნობილია, პრესლის არ სურდა ჯექსონისთვის შვილები გაეჩინა, ამისთვის კი დები აღმოჩნდა მზად.

deti-majkla-dzheksona-1675154768..jpg
მაიკლ ჯექსონის შვილები

პრესლისთან განქორწინების შემდეგ დები როუ ძალიან მალე დაფეხმძიმდა, თუმცა მას პირველი ორსულობა შეუწყდა. ტაბლოიდები წერდნენ, რომ ეს კავშირი ფულს უკავშირდებოდა: „მან (დებიმ) ფულს გაუგო გემო, ჯექსონი კი ასე ბავშვს შეხვდა“. ეს მოსაზრება იმ პერიოდში მუსიკოსმა გააპროტესტა და უარყო, თუმცა ცნობილი გახდა, რომ როუმ მუსიკოსისგან მილიონ დოლარზე მეტი საჩუქრის სახით მიიღო. მოგვიანებით მუსიკოსმა ორსულ ქალს სახლიც უყიდა, რომლის ღირებულება 1,3 მილიონ დოლარს შეადგენდა. როუს ჯექსონთან ერთად არასდროს უცხოვრია.

მათი ქორწინებაც ვარსკვლავის დედის დაჟინებული თხოვნის შემდეგ შედგა, მომავალ ბებიას არ სურდა, რომ ვაჟს მამამისის შეცდომა გაემეორებინა და შვილი ქორწინების გარეშე გაეჩინა.

აღსანიშნავია, რომ პირველი მშობიარობისას, როცა პრინცი დაიბადა და მშობლებმა ბავშვის ჭიპლარი გადაჭრეს, ჯექსონმა ვაჟი თავის რანჩოზე წაიყვანა, დები კი რეაბილიტაციას მეგობრის სახლში გადიოდა. დედამ შვილი მხოლოდ 6 თვის შემდეგ ნახა. შეხვედრა სასტუმროში შედგა და დედა-შვილმა პირველი ფოტოც იქ გადაიღო.

debbi-rou-i-majkl-dzhekson-1675154768.jpg
დები როუ და მაიკლ ჯექსონი

1997 წელს ცნობილი გახდა, რომ დები მუსიკოსისგან მეორე შვილს ელოდებოდა და ამგვარად, 1998 წლის 3 აპრილს გაჩნდა პერის ჯექსონი.

„ჩემი შვილები დედას არ მეძახიან, იმიტომ, რომ მე ასე მსურს. ისინი მაიკლის შვილები არიან. ჩემი შვილებიც არიან, თუმცა მე ისინი იმისთვის გავაჩინე, რომ მათი მამა მაიკლი ყოფილიყო. ხალხი ამბობს: „ვერ ვიჯერებ, რომ მან შვილები მიატოვა“. მე ისინი არ მიმიტოვებია, ისინი მამასთან არიან, იქ, სადაც უნდა იყვნენ. ეს ყველაფერი იმისთვის არ გამიკეთებია, რომ დედა გავმხდარიყავი“... - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში დები როუმ.

უმცროსი ვაჟი - პრინც ბლანკეტ ჯექსონ II

ჯექსონის უმცროსი ვაჟი ბლანკეტი, ამჟამად კი ბიგი, 2002 წლის 21 თებერვალს დაიბადა.

blanket-1675154768.jpg

მაიკლ ჯექსონის ვაჟის ფოტოები მთელმა მსოფლიომ მაშინ იხილა, როცა მომღერალი ჟურნალისტების წინ აივანზე ბავშვით ხელში გამოვიდა. მუსიკოსს ბავშვი ლამის ხელიდან გაუვარდა და ამ საშინელი ფაქტის გამო ძალიან ინერვიულა. როგორც მოგვიანებით მუსიკოსის დაცვის წევრი იხსენებს, ჯექსონმა იმდენად ინერვიულა, რომ სააბაზანო ოთახში ჩაიკეტა და ერთი დღე გარეთ არ გადიოდა.

როგორც ცნობილია, უმცროს ვაჟს და-ძმასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, პერისი კი ბლანკეტს იმდენ დროს უთმობს, რომ მის აღმზრდელადაც ითვლება.

დღემდე უცნობია, ვინ არის ბიჭის დედა. ერთხელ მაიკლ ჯექსონმა განაცხადა, რომ ბავშვი სუროგაციის დახმარებით გაჩნდა. მამის დაკრძალვის დღეს შეშინებულ პატარა ბიჭს ჯექსონის თოჯინა ჰქონდა ჩახუტებული და კამერებს ემალებოდა.

fjj-1675154768.jpg

ამჟამად ის ბებიასთან ერთად ცხოვრობს, ერთ-ერთ კერძო კოლეჯში სწავლობს და აღმოსავლური ორთაბრძოლითაა დაინტერესებული. ის მუსიკოსობაზე ოცნებობს და ამბობენ, რომ ძალიან ჰგავს მამას, მაიკლ ჯექსონს. ბოლო პერიოდში კი კლიმატის პრობლემებთან დაკავშირებით მედიის წინაშეც გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი ქონება მაიკლ ჯექსონმა მეგობარს გადაუფორმა, რომელიც შემდეგ ჯექსონის არასრულწლოვანი შვილების მეურვედ ითვლებოდა. ჯექსონის ნათესავებში კი დღემდე მიმდინარეობს დავა მუსიკოსის ქონების გამო. მიუხედავად დარჩენილი ვალებისა, სიმღერებზე საავტორო უფლების გამო მემკვიდრეები მილიონობით დოლარს იღებენ. Forbes-ის ცნობით, მხოლოდ 2017 წელს საავტორო უფლების გამო, ჯექსონის შემოქმედებამ 75 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მაიკლ ჯექსონი 2009 წელს 50 წლისა გარდაიცვალა.