"მანანა ვარ, იცოდე, სხვებში არ შეგეცვალო!" - ტესტი, რამდენად კარგად გახსოვთ კინოფილმი "მანანა" - კვირის პალიტრა

"მანანა ვარ, იცოდე, სხვებში არ შეგეცვალო!" - ტესტი, რამდენად კარგად გახსოვთ კინოფილმი "მანანა"

კინოფილმი „მანანა“ ეკრანზე 1958 წელს გამოვიდა და სხვადასხვა თაობის მაყურებლის სიყვარული მალევე მოიპოვა. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი გენიალური მსახიობების მონაწილეობით, ფილმი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„მანანას“ რეჟისორები არიან ზაქარია გუდავაძე და შალვა მარტაშვილი. ფილმის სიუჟეტი, როგორც იცით, პატარა, ანცი გოგონას ეშმაკობებით სავსე თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც თავის ნებაზე ათამაშებს სიყვარულით დაბრმავებულ მოხუც ბებიასა და ბაბუას, ტყუილებით თავგზას უბნევს გარშემო მყოფთ, მაგრამ ბუნებით კეთილი და გონიერი ბავშვი მალე თვითონვე ხვდება, რომ უსიამოვნებებს აყენებს ყველას და პირობას სდებს, რომ ამიერიდან სამაგალითო მოსწავლე გახდება (წყარო: ვიკიპედია).

ჩვენი ტესტი დაგეხმარებათ, გაიხსენოთ ცნობილი და სახალისო ფრაზები და პერსონაჟები კინოფილმიდან.

ტესტში გამოყენებულია ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული არქივის ფოტოები

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)