"სად იყა­ვით როცა ჩვენ იჩ­ქე­რი­ის­თვის ვიბ­რძო­დით, როცა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ინ­ტე­რესს ვი­ცავ­დით" - რაში ადანაშაულებს კადიროვი ევროპას - კვირის პალიტრა

"სად იყა­ვით როცა ჩვენ იჩ­ქე­რი­ის­თვის ვიბ­რძო­დით, როცა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ინ­ტე­რესს ვი­ცავ­დით" - რაში ადანაშაულებს კადიროვი ევროპას

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი, რამ­ზან კა­დი­რო­ვი პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ მი­ნიტ­რის, მა­ტე­უშ მო­რა­ვეც­კის გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს, რო­მელ­მაც თქვა, რომ ჩეჩ­ნე­თი იმ­სა­ხუ­რებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას.

კა­დი­როვ­მა სა­პა­სუ­ხოდ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და თქვა, რომ მათ ჩეჩ­ნე­თის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ომე­ბის დროს, სა­თა­ნა­დოდ მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს იჩ­ქე­რი­ის რეს­პუბ­ლი­კას.

"სად იყა­ვით როცა ჩვენ იჩ­ქე­რი­ის­თვის ვიბ­რძო­დით, როცა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ინ­ტე­რესს ვი­ცავ­დით?! რა­ტომ არ გვი­ჭერ­დნენ მა­შინ მხარს ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნა?! დღეს კი უცებ გა­და­წყვი­ტეთ მხა­რი და­უ­ჭი­როთ არარ­სე­ბულ სა­ხელ­მწი­ფოს?“, - აცხა­დებს კა­დი­რო­ვი.

მან­ვე დას­ძი­ნა, რომ "გულ­მხურ­ვა­ლე იჩ­ქე­რი­ე­ლი იყო,“ მაგ­რამ თით­ქოს ევ­რო­პა არ აძ­ლევ­და ჩეჩ­ნე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მომ­ხრე­ებს "სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.“

ამის შემ­დეგ კა­დი­როვ­მა იჩ­ქე­რი­ის ამ­ჯა­მინ­დელ მომ­ხრე­ებს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი უწო­და, ასე­ვე ამარ­თლებ­და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რას, ხოლო პო­ლო­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მუ­ქა­რით მი­მარ­თა: "და­ი­ჩო­ქეთ, ჩვენ თქვენ­თან მოვ­დი­ვართ“, - თქვა კა­დი­როვ­მა. (წყარო)