"ნაციონალური მოძრაობა“ ბელადზე ორიენტირებული ორგანიზაციაა" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა“ ბელადზე ორიენტირებული ორგანიზაციაა"

არჩევნებმა, "ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაქტობრივად აჩვენა, ეს პარტია არის არა პოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ ბელადზე ორიენტირებული რაღაც ორგანიზაცია , - ამის შესახებ პარტია "გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური ძალა, იმდენადაა დეგრადირებული, რომ აღარ უნდა გაითვალისწინო.

“ნაციონალური მოძრაობა“ ზოგადად ძალიან ღრმა კრიზისშია. ეს კონკრეტული არჩევნები ფაქტობრივად არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის რაღაც ღონისძიება. ამ არჩევნებმა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ახლა მოხდა, ფაქტობრივად აჩვენა ის, ეს პარტია არის არა პოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ ბელადზე ორიენტირებული რაღაც ორგანიზაცია, რომლის ერთადერთი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ვის უფრო მეტად უყვარს ბელადი, ვინ უფრო მისი ერთგულია და ვინ რისთვისაა მზად ბელადის გამო, თორემ არცერთი აზრი, არცერთი იდეა იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ, არ ყოფილა. ან რა პოლიტიკური მოსაზრებები ჰქონდა თითოეულ კანდიდატს არჩევნების განმავლობაში? ჩვენ ეს არ მოგვისმენია. ეს პარტია, როგორც პოლიტიკური ძალა, იმდენადაა დეგრადირებული, რომ მართლა აღარ უნდა გაითვალისწინო. მთავარი ამოცანა ამ ხალხის არის ის, რომ რამენაირად შეინარჩუნოს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი, რომელიც მას საშუალებას მისცემს, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ რაიმე ფორმით ფეხი დაუცდება, ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს არის ერთადერთ მიზანი, რომელსაც ემსახურებიან.

ოღონდ აქ ჩნდება მიხეილ სააკაშვილის პრობლემა, რომელიც არის საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილის გამოხსნასთან დაკავშირებითაც საუბარი, რომ ცუდად არის, ავად არის, თქმა, რომ პუტინის პატიმარია და ამ დროს ამბობ, რომ "ბატონო პუტინო ჩვენი ლიდერი თქვენი ჰუმანური მოსაზრებებით იქნებ შეიწყალოთ“, ძალიან უცნაურად მეჩვენება. ვერც წარმომიდგენია კიდეც, რომ ისინი ასე უყურებდნენ სიტუაციას.

მე არ ვიცი ეს პარტია რას აპირებს, ყოველ შემთხვევაში მე ვნახე არჩევნები, რომელიც ასე სასაცილოდ ჩატარდა, სადღაც 50 ათასი ადამიანიდან 100 კაცი აღმოაჩინეს, რომელიც ვითომ რაღაც... მე მგონი არც აინტერესებთ ეს არჩევნები, არც აინტერესებთ როგორც ჩატარდა, ყველა კმაყოფილია, ყველა ბედნიერია თითქოს, ვნახოთ როგორ განვითარდება ვითარება“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"