რას ჰყვება 23 წლის ქალი ხულოდან, რომელიც ოჯახის წვრებს ძალადობის გამო უჩივის - კვირის პალიტრა

რას ჰყვება 23 წლის ქალი ხულოდან, რომელიც ოჯახის წვრებს ძალადობის გამო უჩივის

23 წლის დი­ა­ნა მა­ხა­რა­ძე ყო­ფილ მე­უღ­ლეს, დე­დამ­თილ­სა და მა­მამ­თილს ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­სა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ახალ­გაზ­რდა ქალი ყვე­ბა, რომ 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი მას­ზე ფი­ზი­კუ­რად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლა­დობ­დნენ და ჩად­რის ტა­რე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ.

მი­სი­ვე თქმით, სის­ტე­მა­ტურ­მა ძა­ლა­დო­ბამ სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, ახალ­გაზ­რდა ქალი სახ­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტა, რა დრო­საც სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. ოჯა­ხი ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წაბ­ლა­ნის მკვიდ­რია. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ძი­ე­ბა რო­ლანდ, ზუ­რაბ და და­რე­ჯან მა­ხა­რა­ძე­ებს წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ორ­სუ­ლი ქა­ლის მი­მართ გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­სა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას ედა­ვე­ბა. ისი­ნი ბრალ­დე­ბებს უარ­ყო­ფენ და ყო­ფილ რძალს ტყუ­ილ­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ ქალს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და..

ერთი ოჯა­ხის სამი ბრალ­დე­ბუ­ლი­დან ერთი - ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე რო­ლანდ მა­ხა­რა­ძე წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­შია. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჯერ არ და­უ­კი­თხავთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ დე­დამ­თილ-მა­მამ­თილ­მაც დი­ა­ნას ქმრის ბედი გა­ი­ზი­ა­როს.

წლე­ბის მან­ძილ­ზე ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქალი, 23 წლის დი­ა­ნა მა­ხა­რა­ძე (ზო­ი­ძე) AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა:

"2014 წლის დე­კემ­ბერ­ში გავ­თხოვ­დი, არას­რულ­წლო­ვა­ნი ვი­ყა­ვი, რის გა­მოც ჩემს მე­უღ­ლეს - რო­ლანდ მა­ხა­რა­ძეს პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლიც ჰქონ­და. ჩემი მა­მამ­თი­ლი და­მე­მუქ­რა, მის შვილს თუ ვუ­ჩივ­ლებ­დი, მათ მიერ შე­თხზულ ჩვე­ნე­ბას თუ არ მოვ­ყვე­ბო­დი, ჩემს მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს წა­მარ­თმევ­დნენ (ბარ­ბა­რე იმ­ხა­ნად რამ­დე­ნი­მე კვი­რის იყო). სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რის შემ­დეგ, დაგ­ვი­ბა­რეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. დე­დამ­თილ-მა­მამ­თილს ჩვე­ნე­ბა­ში და­უ­წე­რია, რომ თით­ქოს მე და ჩემს მე­უღ­ლეს ქორ­წი­ნე­ბამ­დე გვქონ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ ვი­ყა­ვი მრუ­ში, დავ­რჩი ორ­სუ­ლად და მათ­მა შვილ­მა ამი­ტომ წა­მიყ­ვა­ნა ცო­ლად - ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ და­წე­რეს და შე­კე­რეს, რაც მტკნა­რი სიც­რუ­ეა. ერთი კვი­რის შე­სუ­ლი არ ვი­ყა­ვი ოჯახ­ში, როცა ჩემი ქმა­რი ფი­ზი­კუ­რად შე­მე­ხო. მერე მის­მა დედ-მა­მამ გა­აგ­რძე­ლა ჩემ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა. წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და ჩემი რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა. მინ­დო­და, ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის შე­მე­ჩივ­ლა ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა, თუმ­ცა მა­შან­ტა­ჟებ­დნენ - მშობ­ლებ­თან რა­მეს თუ იტყვი, ბავ­შვებს წა­გარ­თმევთ და ვე­ღა­რას­დროს ნა­ხა­ვო.

8 წელ­ში სამი შვი­ლი შე­მე­ძი­ნა. ალ­ბათ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, ასეთ მო­ძა­ლა­დეს­თან სამი შვი­ლი რამ გა­მა­ჩე­ნი­ნაო, მაგ­რამ სხვა გზა არ მქონ­და. მათ ოჯახ­ში რომ შე­ვე­დი, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ჩად­რის და შე­სა­ბა­მი­სი სა­მო­სის ტა­რე­ბა და­მა­ძა­ლეს. თა­ვი­დან მე­გო­ნა, მე­ხუმ­რე­ბი­ან-მეთ­ქი, მაგ­რამ საქ­მე ისე წა­ვი­და, მა­ი­ძუ­ლეს, თავ­ზე და­მე­ხუ­რა, რად­გან „ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი“. ჩად­რის მოხ­დის უფ­ლე­ბა სახ­ლშიც კი არ მქონ­და. თვი­თონ ქო­ბუ­ლე­თი­დან ვარ, ჩო­ლო­ქ­ში ვცხოვ­რობ­დი და ეს ძა­ლი­ან მიკ­ვირ­და. ქმარს თუ რა­მეს შევ­ჩივ­ლებ­დი, იქეთ მლან­ძღავ­და და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ბრა­ლი იყო, ჩემს გამო მშობ­ლებს კარ­გავ­და და ჩემ­გან არაფ­რის გა­გო­ნე­ბა აღარ უნ­დო­და. ქმა­რი დე­დამ­თილს უტან­და ენას, მერე ის ამო­ვარ­დე­ბო­და და მლან­ძღავ­და, შვი­ლი სულ გა­და­მი­რიე, რა­ტომ ურე­კა­ვო. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან აუ­ტა­ნე­ლი გახ­და ჩემ­თვის.

საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, მათ­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად აივ­ნი­დან გად­მოვმხტა­რი­ყა­ვი, 25მ. სი­მაღ­ლი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, მქონ­და სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან ამ­დე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფა და ტკი­ვი­ლი, გა­მუდ­მე­ბუ­ლი დამ­ცი­რე­ბა, და­ცინ­ვა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა, მუ­ქა­რა და შან­ტა­ჟი ჩემ­თვის გა­უ­საძ­ლი­სი გახ­და, ძა­ლი­ან შე­ტო­პეს და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ეს ნა­ბი­ჯი გა­და­მედ­გა.როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი ისე მძაფ­რად ვერ ვგრძნობ­დი, რა ხდე­ბო­და ჩემს თავს, მე­გო­ნა, მათ იქეთ გზა არ მქონ­და, სამი შვი­ლით უკან მობ­რუ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი სირ­ცხვი­ლი იყო, ჩემ­თვის კა­ნო­ნი არ არ­სე­ბობ­და და გვერ­დშიც არა­ვინ და­მიდ­გე­ბო­და. ისი­ნი სულ ამას მი­ჩი­ჩი­ნებ­დნენ და ასე მჯე­რო­და მეც. როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, ძა­ლი­ან გვი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, დავ­ფიქ­რდი და გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ არა­ვის ვუყ­ვარ­დი, 8 წელი იმ ოჯახ­ში ვცხოვ­რობ­დი, სა­დაც არაფ­რად მაგ­დებ­დნენ და მათ­თვის უბ­რა­ლოდ ვი­ღა­ცის შვი­ლი და ნივ­თი ვი­ყა­ვი, მეტი არა­ფე­რი. იხილეთ სრულად