"აშშ-ის დახმარების ახალი, 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პაკეტი შორ დისტანციაზე მოქმედ რაკეტებს მოიცავს" - Reuters - კვირის პალიტრა

"აშშ-ის დახმარების ახალი, 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პაკეტი შორ დისტანციაზე მოქმედ რაკეტებს მოიცავს" - Reuters

შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში, შესაძლოა, შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები შევიდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირის ბოლომდე , სავარაუდოდ, 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტს გამოაცხადებს. ახალი პაკეტი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამხმარე აღჭურვილობას, მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალასა და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მოცავს.

Reuters-ის წყაროს ცნობით, საუბარია სახმელეთო ბაზირების მცირე დიამეტრის ბომბის (GLSDB) შეძენაზე, რომლის დიაპაზონი 150 კმ-ია.

IPN