10 ფილმი, რომლის ყურებასაც მხატვარი გია ბუღაძე გვირჩევს - კვირის პალიტრა

10 ფილმი, რომლის ყურებასაც მხატვარი გია ბუღაძე გვირჩევს

"ძნე­ლია შენი საყ­ვა­რე­ლი ფილ­მე­ბის­გან ათე­უ­ლი შექ­მნა, რო­მელ­საც რე­კო­მენ­და­ცი­ას გა­ვუ­წევ, მაგ­რამ მა­ინც ვეც­დე­ბი“, - გვი­თხრა მხატ­ვარ­მა გია ბუ­ღა­ძემ, რო­დე­საც მისი საყ­ვა­რე­ლი ფილ­მე­ბის ათე­უ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა ვთხო­ვეთ:

1. "რამ­პის ჩი­რაღ­დნე­ბი"

"რა თქმა უნდა, პირ­ვე­ლი ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნია, რად­გან ამით იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ჩემ­ზე თა­ვის დრო­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა "რამ­პის ჩი­რაღ­დნებ­მა“ მო­ახ­დი­ნა".

1952 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ტრა­გი­კო­მე­დია, რომ­ლის სცე­ნა­რის­ტი, რე­ჟი­სო­რი, პრო­დი­უ­სე­რი, კომ­პო­ზი­ტო­რი და მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნია. ფილმში ასე­ვე თა­მა­შო­ბენ: კლერ ბლუ­მი, ნა­ი­ჯელ ბრი­უ­სი და სხვ. 1972 წელს, ფილ­მის გა­მოს­ვლი­დან 20 წლის შემ­დეგ, ჩაპ­ლი­ნი და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - რე­ი­მონდ რაში და ლერი ოს­კა­რის 44-ე ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე და­ჯილ­დოვ­დნენ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო დრა­მა­ტუ­ლი მუ­სი­კა“.

2. "სიკ­ვდი­ლი ვე­ნე­ცი­ა­ში"

"სიკ­ვდი­ლი ვე­ნე­ცი­ა­ში“ ლუ­კი­ნო ვის­კონ­ტის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფილ­მი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მას­ში ხე­ლო­ვა­ნი­სა და სამ­ყა­როს, ცხოვ­რე­ბის ტრა­გიზ­მია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სა­ო­ცა­რი ნა­მუ­შე­ვა­რია. ფილ­მი თო­მას მა­ნის მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვი­თაა შექ­მნი­ლი. გა­სა­ო­ცა­რი მუ­სი­კის ფონ­ზე ტრა­გი­კუ­ლად მთავ­რდე­ბა - გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი კად­რე­ბია".

"სიკ­ვდი­ლი ვე­ნე­ცი­ა­ში“ 1971 წლის ფილ­მი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს თო­მას მა­ნის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის რო­მა­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ას და ვის­კონ­ტის გერ­მა­ნუ­ლი ტრი­ლო­გი­ის მე­ო­რე ნა­წილს. კომ­პო­ზი­ტო­რი გუს­ტავ ფონ აშენ­ბახი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად მი­ემ­გზავ­რე­ბა სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ ლი­დო­ში (ვე­ნე­ცი­ას­თან ახ­ლოს). მას იქ მო­ხიბ­ლავს ახალ­გაზ­რდა პო­ლო­ნე­ლი ბი­ჭის ტა­ძი­ოს სი­ლა­მა­ზე, რო­მე­ლიც ოჯახ­თან ერ­თად იგი­ვე სას­ტუმ­რო­შია, რო­მელ­შიც კომ­პო­ზი­ტო­რი.

3. "პრო­ფე­სია: რე­პორ­ტი­ო­რი“

"მი­ქე­ლან­ჯე­ლო ან­ტო­ნი­ო­ნის ეს ფილ­მი წარ­მო­ა­ჩენს ადა­მი­ა­ნის ტრანსფორ­მა­ცი­ას, სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბას სამ­ყა­რო­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან გაქ­ცე­ვას... დრა­მა­ტუ­ლო­ბით აღ­სავ­სე ფილ­მია. რე­ჟი­სო­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ისეთ კად­რებს ქმნის, რო­მე­ლიც გა­მა­ოგ­ნე­ბელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს".

"პრო­ფე­სია: რე­პორ­ტი­ო­რი“ მი­ქე­ლან­ჯე­ლო ან­ტო­ნი­ო­ნის 1975 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია. ის არის ის­ტო­რია კაც­ზე, რო­მელ­საც უნდა თა­ვი­სი­ვე ცხოვ­რე­ბი­დან გა­იქ­ცეს. მთა­ვა­რი გმი­რი არის გა­მო­ფი­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­საც ჯეკ ნი­კოლ­სო­ნი ასა­ხი­ე­რებს. ფილ­მი წარ­დგე­ნი­ლი იყო 1957 წლის კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე.

4. "მე­ლან­ქო­ლია"

"ეს ფილ­მი ლარს ფონ ტრი­ე­რის სა­ო­ცა­რი ქმნი­ლე­ბაა. ტრა­გიზ­მით სავ­სე ამ ფილმმაც შემძრა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტით ძლი­ე­რი იყოს ადა­მი­ა­ნი. ადა­მი­ა­ნი იგი­ვე ლერ­წა­მია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ქარ­ში გა­და­ტყდეს, მაგ­რამ ლერ­წმის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მან იცის, რომ გა­და­ტყდე­ბა. კა­რავს აკე­თე­ბენ ჯო­ხე­ბის­გან და ელო­დე­ბი­ან სა­ში­ნე­ლი პლა­ნე­ტის დე­და­მი­წის­თვის და­ჯა­ხე­ბას.

"მე­ლან­ქო­ლია“ რე­ჟი­სორ ლარს ფონ ტრი­ე­რის აპო­კა­ლიფ­სუ­რი დრა­მაა, რო­მე­ლიც 2011 წელს გა­და­ი­ღო და წარ­მო­ად­გენს ტრი­ე­რის დეპ­რე­სი­უ­ლი ტრი­ლო­გი­ის მე­ო­რე ნა­წილს. ფილმში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის კირსტენ დანსტი კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე და­ჯილ­დოვ­და პრი­ზით სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის­თვის. ფილ­მი ორი დის, ჯას­ტი­ნი­სა და კლე­რის შე­სა­ხე­ბაა. ის ორ ნა­წი­ლად იყო­ფა. პირ­ველ ნა­წილ­ში ("ჯას­ტი­ნი“) ასა­ხუ­ლია ჯას­ტი­ნის ჩაშ­ლი­ლი ქორ­წი­ლი, ხოლო მე­ო­რე­ში ("კლე­რი“) ასა­ხუ­ლია კლე­რის ოჯა­ხი მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის ფონ­ზე.

5. "ბაში-აჩუ­კი“

"ბაში-აჩუ­კი“ ჩემი საყ­ვა­რე­ლი ფილ­მია, მას­ზე გა­ვი­ზარ­დე. ის მა­შინ გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე, როცა მე და­ვი­ბა­დე. მას მერე სულ იყო ეს ფილ­მი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. კად­რე­ბი ისე­თია, ეკ­რან­ზე სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზე ჩანს. გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია ბა­ტო­ნი ოთარ კო­ბე­რი­ძის თა­მა­ში, ზუ­რაბ ან­ჯა­ფა­რი­ძის ნამ­ღე­რი. თვი­თო­ნაც ვცდი­ლობ­დი ასე­ვე მემ­ღე­რა, ფირ­ფი­ტაც მქონ­და, რო­მელ­საც ვუს­მენ­დი. ასე რომ, "ბაში-აჩუ­კი“ ჩემი ბავ­შვო­ბის სიყ­ვა­რუ­ლია..." გააგრძელეთ კითხვა