"თანამშრომლები ამბობენ, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება... რატომ არის ჩემთან კავშირი ასოცირებული, როგორც "კეთროვანთან"? - რას ამბობს ამირან გამყრელიძე გავრცელებულ წერილზე? - კვირის პალიტრა

"თანამშრომლები ამბობენ, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება... რატომ არის ჩემთან კავშირი ასოცირებული, როგორც "კეთროვანთან"? - რას ამბობს ამირან გამყრელიძე გავრცელებულ წერილზე?

გავ­რცელ­და წე­რი­ლი, რო­მელ­შიც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­სა და მის მო­ად­გი­ლეს, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას მი­მარ­თავს.

ვრცელ წე­რილ­ში გამ­ყრე­ლი­ძე მის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბულ მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბელ კამ­პა­ნი­ა­ზე სა­უბ­რობს, ასე­ვე ამ­ბობს, რომ მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმდა. წე­რი­ლი "ფორ­მუ­ლამ" გა­ავ­რცე­ლა.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს, რო­მელ­მაც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ მან წე­რი­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­სა­მარ­თით ნამ­დვი­ლად და­წე­რა. მი­სი­ვე თქმით, წე­რილ­ში "იყო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი არა­ერ­თი სა­კი­თხის მი­მართ, მაგ­რამ ეს არ ყო­ფი­ლა პი­რად სა­კი­თხებ­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა"."წე­რი­ლი ნამ­დვი­ლად დავ­წე­რე და ეს წე­რი­ლი არ­სე­ბობ­და, არ ვიცი ვინ, რო­გორ და რა გზე­ბით გა­ავ­რცე­ლა. ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი ცენ­ტრს, ყვე­ლას. ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას არ ვა­პი­რებ. ეს სა­კი­თხი ამო­წუ­რუ­ლია. წე­რი­ლი ნამ­დვი­ლად მივ­წე­რე და იქ იყო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი არა­ერ­თი სა­კი­თხის მი­მართ, მაგ­რამ ეს არ ყო­ფი­ლა პი­რად სა­კი­თხებ­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა". " - გვი­თხრა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

გთა­ვა­ზობთ წე­რილს უც­ვლე­ლად: -0:04 "დიდი მად­ლო­ბა წე­რი­ლი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

გა­სა­გე­ბია, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნებ­და მი­ღე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სამ­მარ­თვე­ლოს თუ ცალ­კე­უ­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მიერ თქვენ­თან და სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­ში (ამი­ტო­მაც ვა­კო­პი­რებ ბა­ტონ მი­ნის­ტრთან). სხვა მრა­ვალ ფაქ­ტორ­თან ერ­თად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია თვი­თონ ეს ფაქ­ტიც, რომ ღირ­სიც არ გამ­ხა­დეთ, რომ წე­რი­ლი რო­მე­ლი­მე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ხელ­მო­წე­რით ყო­ფი­ლი­ყი (თუ არა თქვე­ნი) და ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­და­ა­ნა­წი­ლეთ მთელ ცენ­ტრზე. მარ­თა­ლი გი­თხრათ ჩვე­ნი სა­უბ­რის შემ­დეგ ნამ­დვი­ლად აღარ ვა­პი­რებ­დი იმ წე­რი­ლის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას რო­მე­ლიც პი­რა­დად თქვენ მოგ­წე­რეთ და და­ვა­კო­პი­რე პა­ა­ტა­სა და ირ­მას­თან, მაგ­რამ რო­დე­საც ასე­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე და თქვე­ნი გუ­შინ­დე­ლი შე­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში ვერ­ცერ­თი გან­მარ­ტე­ბა ვერ ვნა­ხე ჩემს მიერ დას­მულ კი­თხვებ­ზე, ამი­ტომ წე­რილს გიგ­ზავ­ნით უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად.

გა­სა­გე­ბია, რომ ამ კონ­ტრაქ­ტის ფი­ნან­სუ­რი ნა­წი­ლი ჩემ­თვის გან­მსა­ზღვრე­ლი არ არის, რო­გორ­მე ჯერ კი­დევ შევ­ძლებ ჩემი ცოდ­ნი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით მის კომ­პენ­სი­რე­ბას,

პრობ­ლე­მა და არსი სხვა მთა­ვარ­შია და გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო აღარ შე­მო­ვალ დის­კუ­სი­ა­ში, ძალა აღ­მართს ხნავს. მად­ლო­ბა ყვე­ლას ვინც ჩარ­თუ­ლი იყა­ვით ამ პრო­ცეს­ში ჩემ მი­მართ ასე­თი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქცე­ვი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის. სან­თელ-საკ­მე­ვე­ლი თა­ვის გზას ალ­ბათ მა­ინც არ და­კარ­გავს! მო­გეხ­სე­ნე­ბათ ხან­გრძლი­ვი სტა­ჟის ექი­მი ვარ, ჰუ­მა­ნუ­რო­ბა ჩემ­თვის რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი ნამ­დვი­ლი ექი­მის­თვის, მთა­ვა­რი (ამო­სა­ვა­ლი) პრინ­ცი­პია და ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ ვა­პა­ტიო ადა­მი­ანს გა­დაც­დო­მე­ბი, მათ შო­რის მძი­მეც, მაგ­რამ არას­დროს არ უნდა იკ­ვე­თე­ბო­დეს წი­თე­ლი ხა­ზე­ბი. ამი­ტომ მა­ინც დიდი მად­ლო­ბა იმ ბევ­რი პო­ზი­ტი­ვის­თვის, რაც ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყო­ფი­ლა, ასე­ვე ალ­ბათ სინ­დი­სის ქეჯნას გარ­კვე­უ­ლად თქვენც გრძნობთ, რად­გან გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო იძუ­ლე­ბუ­ლი იყა­ვით გა­გე­კე­თე­ბი­ნათ/მხა­რი და­გე­ჭი­რათ იმ პრო­ცე­სე­ბის­თვის რაც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს მი­მართ.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ში­ნა­გა­ნად ცოტა მად­ლი­ე­რე­ბაც უნდა გქონ­დეთ პი­რა­დად თქვენს მი­მართ ჩემი პა­ტა­რა დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის­თვის, იქ­ნე­ბო­და ეს 90-ია­ნებ­ში თუ ბოლო ოთხ წე­ლი­წად­ში. ამი­ტო­მაც მი­ჭირს თქვენ­თან ამ სა­ხით სა­უ­ბა­რი და არ ვი­სურ­ვებ­დი თქვენს ად­გილ­ზე ყოფ­ნას.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა­მო­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წელი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ვარ ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში და თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან გა­მე­ხარ­დე­ბა თუ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სფე­რო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­ვი­თარ­დე­ბა სა­მი­ნის­ტროს დღე­ვან­დე­ლი ლი­დერ­ში­პის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით. მაგ­რამ მშპ-თან მი­მარ­თე­ბა­ში 2%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს ვერ მოხ­დე­ბა. აქ­სი­ო­მაა, რომ ასე­თი შე­ზღუ­დუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ხა­რის­ხი ვერ გა­იზ­რდე­ბა, მო­ი­მა­ტებს, სამ­წუ­ხა­როდ, ჯი­ბი­დან და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­დახ­დე­ბი და ისევ ზე­ვით წავა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბი. ანუ რაც სა­ყო­ველ­თა­ო­ბის პრინ­ციპ­მა გა­ა­ჩი­ნა 2013 წელს და ეს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მთავ­რო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რი იყო ქვე­ყა­ნა­ში პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კის სა­ხით, სამ­წუ­ხა­როდ, შე­მობ­რუნ­დე­ბა უკან.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ 2021-ში ეს პრო­ცენ­ტი იყო 4.2% და ამ მხრივ სწორ გზა­ზე ვი­დე­ქით ამ მხრივ (ევ­რო­კავ­ში­რის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლის­კენ მივ­დი­ო­დით), ახლა 2%-ით ისევ ჯან­მოს ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის 53 ქვეყ­ნის ბო­ლო­ში ვართ. გე­მახ­სოვ­რე­ბათ, ალ­ბათ ჩემი პრო­ტეს­ტი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. გა­მე­ხარ­დე­ბა ძა­ლი­ან თუ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა და გან­ვი­თარ­დე­ბა, ვიქ­ნე­ბი თქვე­ნი და ცენ­ტრის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, მაგ­რამ არა ამ გა­უმჭვირ­ვა­ლე ფორ­მით, როცა ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას ვე­ღარ ელა­პა­რა­კე­ბა, ვერ აძ­ლევს ყო­ველ­დღი­ურ, ყო­ველკ­ვი­რე­ულ თუ ყო­ველ­თვი­ურ სწორ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ა­ვა­დე­ბა­თა დი­ნა­მი­კის შე­სა­ხებ ქვე­ყა­ნა­ში შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით. ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია კო­ვი­დი, გრი­პი და სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ამ სე­ზონ­ზე.

მრცხვე­ნია, რომ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია რა­მო­დე­ნი­მე თვეა უკვე ცენ­ტრის ვებ­სა და ფე­ის­ბუკ­ზე აღარ მო­ი­ძებ­ნე­ბა, მა­შინ როცა დე­კემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში კო­ვი­დის არც თუ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ ზრდა გვაქვს და მას შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა ჭირ­დე­ბა. ჩემი თუ არ გჯე­რათ, ჯან­მოს სა­გან­გე­ბო კო­მი­ტე­ტის გუ­შინ­დელ რე­კო­მენ­და­ცი­ებს მა­ინც და­ვუ­ჯე­როთ. ვფიქ­რობ, რომ ისი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ­ზე მა­ინც მე­ტად გა­მოც­დი­ლი და მცოდ­ნე­ნი არი­ან და თავი შე­ი­კა­ვეს პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­გან. მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა გუ­შინ თეთრმა სახ­ლმაც.

იხი­ლეთ ქვე­მოთ ჩემი მოკ­ლე წე­რი­ლი და თქვენ თუ არა, ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თა­ვის­თვის გან­სა­ჯონ (არა სა­ჯა­როდ) და უპა­სუ­ხონ (თა­ვის­თვის) იმ კი­თხვებს რაც მე და­გის­ვით. ქარ­თვე­ლებს ასე­თი გა­მოთ­ქმა გვაქვს "თა­ვის ქება კიტ­რად არა ღირ­სო". ამი­ტომ მე არც ციფ­რებს და არც სხვა მო­ნა­ცე­მებს მო­გიყ­ვანთ, ისი­ნი და მათი დი­ნა­მი­კა ჩემს მა­გივ­რად ილა­პა­რა­კე­ბენ და გახ­ლავთ ცენ­ტრის იმ სა­ერ­თო თუ ფი­ნან­სურ ან­გა­რი­შებ­ში, რო­მელ­საც ცენ­ტრი ყო­ველ­წლი­უ­რად აქ­ვეყ­ნებ­და და შე­გიძ­ლი­ათ კი­დევ უფრო დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ეც­ნოთ.

ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან გა­ვი­ხა­რებ თუ 2023-ში და შემ­დგომ ნახ­ტო­მი­სებ­რი წინსვლა იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ყვე­ლა პა­რა­მეტ­რი­სა და ინ­დი­კა­ტო­რის.

ვსარ­გებ­ლობ შემ­თხვე­ვით და კი­დევ ერთხელ მსურს დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დიდ გუნდს, თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს ცენ­ტრა­ლურ ოფის­სა თუ რე­გი­ო­ნებ­ში, პრო­ექ­ტე­ბით და­კონ­ტრაქ­ტე­ბულ პი­როვ­ნე­ბებს უკა­ნას­კნე­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად გა­წე­უ­ლი თავ­და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის­თვის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ უფრო კარ­გად გა­ათ­ვით­ცნო­ბი­ე­რა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, იმ ღვაწ­ლის­თვის რაც შე­გაქთ ქვე­ყა­ნა­ში პრე­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის, ბიო-სა­მე­დი­ცი­ნო მეც­ნი­ე­რე­ბის და ზო­გა­დად მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ბო­დი­ში მო­გი­ხა­დოთ იმის­თვის თუ ყვე­ლა და­სა­ხუ­ლი ამო­ცა­ნა ბო­ლომ­დე ვერ სრულ­დე­ბო­და და ასე­ვე თუ ვინ­მეს პი­რა­დუ­ლი წყე­ნა დაგ­რჩათ ჩემს მი­მართ".

გამ­ყერ­ლი­ძე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრსა და მო­ად­გი­ლეს კი­დევ ერთ წე­რილს წერს, რო­მე­ლიც 1-ლი თე­ბერ­ვლი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი.

"წე­რი­ლი რაც გა­მოვგზავ­ნე 29-ში და გთხო­ვეთ გან­მარ­ტე­ბე­ბი:

მო­გე­სალ­მე­ბით ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, ვფიქ­რობ­დი ამ მგრძნო­ბი­ა­რე სა­კი­თხზე მო­მე­წე­რა თუ არა წე­რი­ლი და ჩა­მე­ყე­ნე­ბი­ნა თუ არა საქ­მის კურ­სში ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

გა­დავ­წყვი­ტე რომ მა­ინც დიახ, რად­გან რო­გორც ბიბ­ლი­ა­შია "არა­ფე­რია და­ფა­რუ­ლი, რომ არ გა­ცხად­დეს, და და­მა­ლუ­ლი, რომ არ გამ­ჟღავ­ნდეს. ამი­ტომ, რაც ბნელ­ში გით­ქვამთ, ნა­თელ­ში მო­ის­მე­ნენ, და რაც ყურ­ში იჩურ­ჩლეთ ოთა­ხებ­ში, ერდო-ბა­ნებ­ზე გა­მოხ­მა­ურ­დე­ბა".

კარ­გა ხა­ნია მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ თურ­მე დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვაა ცენ­ტრში ჩემს სა­კონ­სულ­ტა­ციო მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ში, რო­მელ­თა მო­ზიდ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გარ­კვე­უ­ლი/პა­ტა­რა წვლი­ლი მი­მი­ძღვის გა­სუ­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი დათ­რგუ­ნუ­ლე­ბი და ანერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ხმით, ბო­დი­შის მოხ­დით მეხ­მი­ა­ნე­ბი­ან, რომ აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ ჩემი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა, რომ ამო­ღე­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს ჩემი გვა­რი პრო­ექ­ტე­ბი­დან სა­დაც კონ­სულ­ტან­ტად ვი­ყა­ვი, არ შე­იძ­ლე­ბა ჩემი მიწ­ვე­ვა სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე (სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის სა­თა­ნამ­შრომ­ლო ცენ­ტრის და­ფუძ­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი სხვა­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვა), რომ სრუ­ლად უნდა შე­წყდეს ჩემი კავ­ში­რე­ბი ცენ­ტრთან ყვე­ლა­ნა­ი­რი ფორ­მით, მგო­ნი მალე შემ­თხვე­ვით შეხ­ვედ­რაც აიკ­რძა­ლე­ბა სად­მე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ჩემ­თან, და­გეგ­მილ­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ სა­მი­ნის­ტრო­დან, ცენ­ტრი­დან და სხვა­დას­ხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი­დან მაქვს ინ­ფორ­მა­ცია იმ მო­საზ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა და რომ­ლი­თაც ცდი­ლო­ბენ ჩემი სა­ხე­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას (რომ თურ­მე ცენ­ტრში არა­ფე­რი არ კეთ­დე­ბო­და ჩემი დი­რექ­ტო­რო­ბის დროს, წეს­რი­გი მორღვე­უ­ლი იყო, რომ დი­რექ­ტო­რი არ ზრუ­ნავ­და თა­ნამ­შრო­მელ­თა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, არ უქ­მნი­და მათ სა­თა­ნა­დო სა­მუ­შაო პი­რო­ბებს, ად­გი­ლი ჰქონ­და ნე­პო­ტიზმს და გრან­ტებ­ში ჩა­სას­მე­ლად თვი­თონ არ­ჩევ­და ადა­მი­ა­ნებს და ა.შ., არ ვიცი კი­დევ რას და­მაბ­რა­ლებთ, რას გაწ­ვდე­ბა კი­დევ ზო­გი­ერ­თე­ბის უკი­დე­გა­ნო ფან­ტა­ზია) და სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და თქვე­ნი ქცე­ვა გარ­კვე­უ­ლად უნი­სონსშია წინა აბ­ზაც­ში ნათ­ქვამ­თან, მე მა­ინც არ მინ­და და­ვი­ჯე­რო რომ ეს სი­მარ­თლეა, რად­გან ჩემი ცხოვ­რე­ბი­თა და გან­ვლი­ლი გზით ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში, ასე­ვე ჩვე­ნი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით, ვფიქ­რობ, რომ ეს ნამ­დვი­ლად არ და­მიმ­სა­ხუ­რე­ბია.

გთხოვთ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მომ­წე­როთ ცენ­ტრთან კონ­ტრაქ­ტის გა­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რათა დრო­უ­ლად მო­ვაგ­ვა­რო სხვა მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ფი­თი სა­კი­თხე­ბი.

ასე­ვე გთხოვთ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­მი­მარ­ტოთ რა­ტომ ხდე­ბა ასე, ანუ:

1. რა და­ნა­შა­უ­ლი მი­მი­ძღვის ქვეყ­ნის, ჯან­დაც­ვის სფე­რო­სა და ცენ­ტრის წი­ნა­შე. თუ არის ასე­თი მი­უ­თი­თეთ ფაქ­ტე­ბი.

2. რა­ტომ არის ჩემ­თან კავ­ში­რი და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ასო­ცი­რე­ბუ­ლი რო­გორც "კეთ­რო­ვან­თან“.

3. რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს მსგავ­სი პო­ლი­ტი­კა ჩემს მი­მართ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ რომ ასა­კით თქვენ­ზე ბევ­რად ხნი­ე­რი ვარ და უფრო ხან­გრძლი­ვი სა­მუ­შაო თუ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, საქ­მე მქო­ნია სხვა­დას­ხვა ჯუ­რი­სა თუ მრწამ­სის პო­ლი­ტი­კო­სებ­თან თუ მო­ხე­ლე­ებ­თან, მათ შო­რის ვინც ღიად თუ არა­პირ­და­პირ მი­პი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ უკა­ნას­კნე­ლი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე, მაგ­რამ არა ასე­თი ბინ­ძუ­რი და შე­უ­რაცმყო­ფე­ლი მე­თო­დე­ბით. თა­ვის­თა­ვად მე თვი­თონ მსგავ­სი არას­დროს არ მი­კად­რია და არც გა­მი­ფიქ­რე­ბია როცა თქვენ­ნა­ირ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ზე გახ­ლდით. გა­უფრ­თხილ­დით მთა­ვარს ცხოვ­რე­ბა­ში - ღირ­სე­ბას და ნუ შე­ლა­ხავთ მას მერ­კან­ტი­ლუ­რი და დრო­ე­ბი­თი ინ­ტე­რე­სე­ბით.

გირ­ჩევთ გა­ეც­ნოთ ამო­ნა­რიდს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბის შე­გო­ნე­ბე­ბი­დან:

"ყვე­ლა­ფე­რი რაც გაქვთ დრო­ე­ბი­თია. სხვებს არაფ­რით ჯო­ბი­ხართ. თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შემ­თხვე­ვი­თო­ბის შე­დე­გია. დრო გა­აქ­რობს თქვენს ფულს, თა­ნამ­დე­ბო­ბას, კარგ მან­ქა­ნას, სახ­ლებს და ყვე­ლა­ფერს რაც მა­ტე­რი­ა­ლუ­რია...მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნო­ბა, ღირ­სე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და კა­ცო­ბაა. მათ ვე­რა­ფე­რი წა­გარ­თმევთ. ეს არას­დროს არ უნდა და­გა­ვი­წყდეთ" /გელა ჩარ­კვი­ა­ნი/

ვიცი, რომ ბევრ რა­მე­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­მე­თან­ხმე­ბით (გულ­ში არ ვიცი), ბო­დიშს გიხ­დით თუ ამ ტი­პის კო­მუ­ნი­კა­ცი­ით ცოტა გული გატ­კი­ნეთ, მაგ­რამ მეც ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცყო­ფი­ლი ვარ, ისე რო­გორც არას­დროს და ვფიქ­რობ არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი. გი­სურ­ვებთ ყვე­ლას ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს, ჯან­მრთე­ლო­ბას, ბევრ სი­ხა­რულს, გა­მარ­ჯვე­ბებ­სა და წარ­მა­ტე­ბებს ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ

პა­ტი­ვის­ცე­მით, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვა­ლი, 2023 წ". - წერს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე.