"ისიც პასუხია, თუ მეტყვით, რომ არაფერი არ უნდა ვქნათ და დუმილით ვუყუროთ ამ ყველაფერს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი? - კვირის პალიტრა

"ისიც პასუხია, თუ მეტყვით, რომ არაფერი არ უნდა ვქნათ და დუმილით ვუყუროთ ამ ყველაფერს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:

"მეგობრებო, რას ფიქრობთ?

რა უნდა გავაკეთოთ? აქციები? პიკეტირებები?

რა ფორმით უნდა მოვითხოვოთ მიშას გადაყვანა სამკურნალოდ?!

ისიც პასუხია, თუ მეტყვით, რომ არაფერი არ უნდა ვქნათ და დუმილით უნდა ვუყუროთ ამ ყველაფერს", - წერს ჟორჟოლიანი.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ სასამართლო პროცესს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა, კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩაერთო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ადეკვატური მკურნალობის საშუალებას ითხოვს.

სასამართლო პროცესზე ჩართვისას მან შვილებსაც მიმართა და უთხრა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.

„მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა... ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი რასაც ვითხოვ, მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება. თუ საჭიროა, შევწირავ ჩემს სიცოცხლეს, ალისკა, ნიკუშა, არაფერზე გაგიტყდეთ გული, საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად იქნება”, - განაცხადა სააკაშვილმა.