"საქართველოს ხელისუფლების კეკლუცი რუსეთის ხელისუფლებასთან ძალიან მძიმე იქნება"
ხატია დეკანოიძე ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
დეკანოიძის ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება მან უკვე დაწერა, ის რეგისტრირებულია და პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე ცნობად მიიღებს.
"მე არავისთან დაპირისპირება არ მაქვს. დაპირისპირება არ მჭირდება - ყველაფერს საჯაროდ ვამბობ. ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს. ვიმსჯელებთ ჩემს შემცვლელ კანდიდატურაზე. რა თქმა უნდა, ახალ თავმჯდომარის კანდიდატურაზე ფრაქციაში უნდა იყოს ერთსულოვნება.
ჩემი მყარი პოზიციაა, რომ პარტია უნდა იყოს ყველგან, გაძლიერდეს ყველგან, რა შესაძლებლობებიც გვაქვს - ჩემი ეს პოზიცია ახალი არ არის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბლოკოს ავიამიმოსვლის საკითხი - ხელისუფლების კეკლუცი რუსეთის ხელისუფლებასთან იქნება ძალიან მძიმე , - ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან ხატია დეკანოიძე გრიგორი კარასინის განცხადებას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რომ "ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო" და ფრენების აღდგენა საბოლოოდ დამოკიდებულია თბილისზე.
მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი განცხადება, რადგან როგორც ჩანს რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან დასტურს ელოდება.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას სასწრაფოდ დაბლოკოს ეს საკითხი, თუ ის შეეხება დაუყოვნებლივ ავიამიმოსვლის აღდგენას. თუ რუსეთი შემოგვთავაზებს, რომ ორმხრივად უნდა გაიხსნას ფრენები, მაშინ ისინი როგორც ჩანს, საქართველოსგან ელოდებიან დასტურს. წარმოუდგენელია ჩვენ ვისაუბროთ აღდგეს თუ არა ფრენები, როცა უკრაინაში მიმდინარეობს სამხედრო აგრესია და რუსეთი აღიარებულია ტერორისტ სახელმწიფოდ. ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს შეთავაზება არ მიიღოს. ხელისუფლების კეკლუცი რუსეთის ხელისუფლებასთან იქნება ძალიან მძიმე განსაკუთრებით ახლა, როცა მთელი მსოფლიო გადართულია უკრაინისთვის დახმარების მიწოდება და მნიშვნელოვანია კარასნიმა ვერასდროს გაუბედოს საქართველოს ისაუბროს იმაზე, ფრენები აღდგება თუ არა", - განაცხადა დეკანოიძემ.
IPN