მოსამართლემ ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სასამართლო დარბაზიდან გააძევა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესიდან ცენტრ "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი გააძევა.
ამ წუთებში, სასამართლოში ჩვენებას "ემპათიის" ექსპერტი, გალინა კალუშინა აძლევს. სწორედ, აღნიშნული მოწმის დაკითხვისას, მოსამართლე არევაძემ სხდომათა დარბაზში მყოფ მარიამ ჯიშკარიანს მიმართა და ჰკითხა, თუ რა მისწერა მან მოწმეს.
ჯიშკარიანის რეპლიკების შემდეგ, მოსამართლემ მისი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, პარალელურად კი, დასაკითხ მოწმეს ტელეფონის შენახვისკენ არაერთხელ მოუწოდა.
"ტელეფონი შეინახეთ, საერთოდ მოგხსნით მაშინ, მომიწევს დარბაზიდან გაგიშვათ. შეინახეთ, თორემ კითხვები გაჩნდება", - განაცხადა არევაძემ.
IPN