"სასკანდალო რა არის, ვერ მივხვდი" - აბაშიძე--კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ და ზურაბ აბაშიძის განმარტება - კვირის პალიტრა

"სასკანდალო რა არის, ვერ მივხვდი" - აბაშიძე--კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ და ზურაბ აბაშიძის განმარტება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბას ადას­ტუ­რებს და აცხა­დებს, რომ ჩა­ნა­წე­რი ორ­ჯერ მო­ის­მი­ნა და სას­კან­და­ლო რა არის, ჯერ ვერ მიხ­ვდა.

მისი თქმით, როცა ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იქ­მნე­ბა სა­ზღვარ­ზე სატ­რან­სპორ­ტო თვალ­საზ­რი­სით, მა­შინ ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის უკავ­შრ­დე­ბი­ან და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა."ეს არის გა­სუ­ლი წლის 21 ივ­ნი­სი, შე­იძ­ლე­ბა 20 ივ­ნი­სი. მა­შინ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო ყაზ­ბე­გი-ლარ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ათა­სო­ბით მან­ქა­ნა იდგა ორი­ვე მხა­რეს. რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა და ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დით, რომ ეს სი­ტუ­ა­ცია და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი­ყო. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მქონ­და ე.წ. პრა­ღის ფორ­მატ­ში კა­რა­სინ­თან კავ­ში­რი.

ეს ფორ­მა­ტი სწო­რედ იმის­თვის არ­სე­ბობს, რომ ასე­თი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტით. დღის წეს­რი­გით და ჩვე­ნი მან­და­ტით არის გან­სა­ზღვრუ­ლი ასე, რომ ჩვენ მა­შინ ვურ­თი­ერ­თობ­დით, სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი გვქონ­და. ჩავ­რთეთ ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რე­ბი, მე­სა­ზღვრე­ე­ბი, მე­ბა­ჟე­ე­ბი, რათა ეს სი­ტუ­ა­ცია და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი­ყო. ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი იყ­ვნენ შე­წუ­ხე­ბუ­ლი, მათ შო­რის სომ­ხე­თი­დან ჩა­მო­ვი­და მათი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. აი ამა­ზე ვსა­უბ­რობ­დით.

ორ­ჯერ მო­ვის­მი­ნე ეს ჩა­ნა­წე­რი, ავ­თენ­ტუ­რია ეს სა­უ­ბა­რი და სას­კან­და­ლო რა არის, ჯერ ვერ მივ­ხვდი. ვსა­უბ­რობ, რომ ჩვე­ნი მხრი­დან მი­დის მშე­ნებ­ლო­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რი დიდი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სა­დღაც წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის შემ­დეგ, 24 წელს არის მისი დას­რუ­ლე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ეს წა­ად­გე­ბა იმ საქ­მეს, რომ ვი­თა­რე­ბა გა­ნი­მუხ­ტოს. მი­დის იქ პა­რა­ლე­ლუ­რი მშე­ნებ­ლო­ბა, გზე­ბი შენ­დე­ბა, გვი­რა­ბე­ბი. რა­ღაც­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბი­ან, რომ ეს წარ­მო­ა­ჩი­ნონ, რო­გორც დიდი სკან­და­ლი და თუ ამას მო­ის­მენ მშვი­დად და და­აკ­ვირ­დე­ბი, რაზე ვსა­უბ­რობ, ასე­თი სა­უბ­რე­ბი ჩვენ მა­შინ გვქონ­და. როცა იქ­მნე­ბა ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია სა­ზღვარ­ზე სატ­რან­სპორ­ტო თვალ­საზ­რი­სით, მა­შინ ჩვენ ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის ვუ­კავ­შირ­დე­ბით და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა“, - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ აბა­ში­ძემ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან.

აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის სა­უ­ბა­რი Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავ­რცელ­და. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, აბა­ში­ძე და კა­რა­სი­ნი ახა­ლი მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ. ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, ზუ­რაბ აბა­ში­ძე მას გა­ნუ­მარ­ტავს, რომ ზემო ლარ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით პა­რა­ლე­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი­დან:

კა­რა­სი­ნი: ზუ­რაბ ირაკ­ლი­ე­ვიჩ, მო­გე­სალ­მე­ბით!

აბა­ში­ძე: მო­გე­სალ­მე­ბი!

კა­რა­სი­ნი: იმე­დია, ჯან­მრთე­ლად ხარ.

აბა­ში­ძე: ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რა­დაა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის.

კა­რა­სი­ნი: მად­ლო­ბა ღმერ­თს.

აბა­ში­ძე: რო­გორ მი­დის ცხოვ­რე­ბა? რო­გორ არის ოჯა­ხი?

კა­რა­სი­ნი: არა უშავს, აქ­ტი­უ­რად. ოჯა­ხი ნორ­მა­ლუ­რად არის, მად­ლო­ბა ღმერ­თს.

აბა­ში­ძე: ძა­ლი­ან კარ­გი.

კა­რა­სი­ნი: მე ვე­სა­უბ­რეა ჩვენს ტრან­სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. მინ­და, რომ შენც იყო საქ­მის კურ­სში. ისი­ნი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან ბოლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყო. ნა­წი­ლობ­რივ ზემო ლარ­სი ფი­გუ­რი­რებს და არის სხვა პრობ­ლე­მე­ბი. უფრო მე­ტიც, მათ სურთ ეს კონ­ტაქ­ტე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­დონ. მი­მა­ნიშ­ნეს, რომ პერ­სპექ­ტი­ვა­ში არის რა­ღაც გეგ­მა ახა­ლი დე­რეფ­ნის მშე­ნებ­ლო­ბის, რო­მე­ლიც თქვენ და ჩვენ დაგ­ვა­კავ­ში­რებ­და.

აბა­ში­ძე: ეს სად არის?

კა­რა­სი­ნი: არ ვიცი. რუკა არ გვქონ­და ხელთ. კრას­ნო­და­რის მხა­რი­დან პირ­და­პირ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რა­ღაც ად­გი­ლია, პი­რო­ბი­თად ვთქვათ, სამ­ხრეთ ოსე­თის მარ­ცხნივ. კარ­გად არ მეს­მის რა არის ეს.

აბა­ში­ძე: ვერ გა­ვი­გე, მაგ­რამ ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში დას­რულ­დე­ბა.

კა­რა­სი­ნი: ეს რა არის?

აბა­ში­ძე: უზარ­მა­ზა­რი, მოქ­მე­დი გზის პა­რა­ლე­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლი, ლარ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გვი­რა­ბე­ბი, გზე­ბი...

ნახეთ ვიდეო