"სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, ევროპის კარი საქართველოს დიდხანს ჩაეკეტება"
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.
"ევროპისკენ სიარული და სახელმწიფო გადატრიალება ერთმანეთს გამორიცხავს.
სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, ევროპის კარი საქართველოს დიდხანს ჩაეკეტება.
ამიტომ ნუ ეწყინება ვაშაძის ტროიკას, რომ სიყალბედ მივიჩნევთ მათ განცხადებებს, რომ ევროპისკენ სვლის ჟინმა უნდა გაგვაერთიანოს კეზერაშვილის “პრისოსკების” გარშემო.
იმ ერთობაში, რომელიც ევროპისკენ მიდის, ქართველ ხალხში და არჩევნებში რწმენა უნდა არსებობდეს და აკია ბარბაქაძე არ უნდა ყავდეს სპიკერად, რომელიც ეთერ-ეთერ დაიარება და არჩევნების, ანუ ევროპისკენ სვლის ერთადერთი ინსტრუმენტის მნიშვნელობას აუქმებს.
ანუ თქვენ ევროპისკენ არ მიდიხართ. ძალაუფლება გინდათ და ხალხს ევროპით ატყუებთ", - წერს ჩერგოლეიშვილი.