"აღარ დაგჭირდებათ პლასტიკური ქირურგები და აღარც - ზედმეტი ინიექციები… შედეგი საუკეთესო მაქვს“ - ლიკა ქორქიას იდეალური კანის საიდუმლო - კვირის პალიტრა

"აღარ დაგჭირდებათ პლასტიკური ქირურგები და აღარც - ზედმეტი ინიექციები… შედეგი საუკეთესო მაქვს“ - ლიკა ქორქიას იდეალური კანის საიდუმლო

ტელეწამყვანი და მოდელი ლიკა ქორქია საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი წლების წინ გახდა, როცა ის ეკრანზე პირველად გამოჩნდა. ლიკასთან ერთად, დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი და, ასევე ტელეწამყვანი ანუკი ქორქია. მიუხედავად იმისა, რომ დები კამერების წინ უკვე იშვიათად ჩნდებიან, მათ მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობს.

ამჯერად ლიკა ქორქია "ინსტაგრამზე" სახის კანის სწორად მოვლის რჩევებს აზიარებს.

"დაიწყეთ კანის მოვლა დროულად, დაასრულეთ ალკოჰოლთან და არაჯანსაღ საკვებთან ურთიერთობა. მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი, დაარეგულირეთ ძილი. აკონტროლეთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა. აკონტროლეთ კანის მდგომარეობა. აღარ დაგჭირდებათ არც პლასტიკური ქირურგები და აღარც ზედმეტი ინიექციები. სულ ეს არის ჩემი კანის მოვლის რუტინა. დროს ცოტას ვუთმობ, შედეგიც საუკეთესო მაქვს. მთავარია სწორი მიდგომა" - წერს ლიკა ქორქია.

ფოტოები იხილეთ ლინკზე