"დღეს ყველაზე მაგარი ბიჭის დღეა" - რას წერს დათის ოჯახის ახლობელი? - კვირის პალიტრა

"დღეს ყველაზე მაგარი ბიჭის დღეა" - რას წერს დათის ოჯახის ახლობელი?

დღეს, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქაშვილის დაბადების დღეა, ის 9 წლის გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი - თეა ცხადაძე წერს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ოჯახს მხარში ედგა და საზოგადოებას დათის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციებს აქტიურად აწვდიდა

"დღეს ყველაზე მაგარი ბიჭის დღეა. დათის გაუმარჯოს! გილოცავ ჩემო ოქრო, მინდა ჯამრთელი და ბედნიერი გვყავდე. მიყვარხარ და მენატრები" - წერს ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.