"სააკაშვილის საპატიმროში კვდება. საქართველოს ხელისუფლების ეს სამარცხვინო ქმედება უნდა დასრულდეს!" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის საპატიმროში კვდება. საქართველოს ხელისუფლების ეს სამარცხვინო ქმედება უნდა დასრულდეს!"

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დე­ბა­ტე­ბი იმარ­თე­ბა.

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი საქართველოს მთავრობას სა­ა­კაშ­ვი­ლის უცხო­ეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

ანა ფოტიგა

02022023-1443-1675334651.56_REC.png

„რამდენიმე წლის წინ ვლადიმერ პუტინმა პირადად აღწერა ის ქმედებები, რომელთა განხორციელებაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სურდა. იმის მიუხედავად, თუ რა საფრთხე ელოდა სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, ის მაინც დაბუნდა საქართველოში. სააკაშვილს არ ეპყრობიან ისე, როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას ჰუმანიტარული მიზნების გამო ის სამკურნალოდ უცხოეთში დაუყოვნებლივ გაუშვან. ის საპატიმროში კვდება და ამაზე საქართველოს მომავალი ძალიან არის დამოკიდებული”, - განაცხადა ფოტიგამ.

მი­რი­ამ ლექსმა­ნი

02022023-1444-1675334710.54_REC.png

"სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე საფრ­თხის ქვე­შაა. მისი საქ­მის გან­ხილ­ვის გა­და­დე­ბა უნდა დას­რულ­დეს! სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს სა­მარ­ცხვი­ნო ქმე­დე­ბა უნდა დას­რულ­დეს! ეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ცხა­დე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბის სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბაა.

მე არა­ერ­თხელ გან­ვა­ცხა­დე და კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ნება მის­ცენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ყო­ველ­გვა­რი გა­და­დე­ბის გა­რე­შე სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბა უცხო­ეთ­ში გა­აგ­რძე­ლოს. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 283-ე მუხ­ლის მი­ხედ­ვით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ უნდა მოკ­ვდეს სა­პა­ტიმ­რო­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და იმა­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა მას და­ე­მარ­თოს, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია”, - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

იოჰანეს ჰანი

02022023-1445-1675334761.49_REC.png

„ევროკავშირი და ევროკომისია ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას საქართველოში დაბრუნების შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია უფლებამოსილების გადამეტებისთვის, რისთვისაც მას განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის იქნა გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, 2022 წლის მაისში, მისი ოჯახისა და ადვოკატების მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებთ თვალს მთელ რიგ შემაშფოთებელ დასკვნებს სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხშირად ვაყენებთ საკითხს როგორც პირადად საქართველოს ხელისუფლებასთან ასევე ჩვენს საჯარო განცხადებებში.

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა დაიცვას სააკაშვილის ჯანმრთელობა. ჩვენ აღვნიშნეთ როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯარო განცხადებებში, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება ლეგალური პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ყველა პატიმრის ჯანმრთელობა, მიაწოდოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება და პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს საქართველოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. დამატებით, ჩვენ სისტემატურად ვახორციელებთ მონიტორინგს სასამართლო მოსმენებზე, რომელიც ეხება მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს და ასევე საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით გაკეთებულ მოთხოვნას.

მისი უფლებები სასამართლოში უნდა იყოს დაცული, მათ შორის, უფლება, რომ პირადად იყოს წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე. მისი უფლებები, როგორც პატიმრის, უნდა იყოს პატივცემული, ისევე როგორც პრივატულობის უფლება. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის პოზიცია ძალიან ცხადია - საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია იმოქმედოს თუ მიხეილ სააკიშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ისევე როგორც მკურნალობის ადეკვატურობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სხვადასხვა მხარის მიერ. მჯერა, რომ ყველას ინტერესებშია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ამასთან, იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს დიპლომატიური ძალისხმევის მობილიზებას, რათა სააკაშვილის შემთხვევაში თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის დრამატული შედეგი.

„მსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას და გავაგრძელებთ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის მობილიზებას, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სახის დრამატული შედეგი. ამავდროულად ჩვენ ვართ სრულად ჩართულები საქართველოს მმართველი პარტიისა და ასევე ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაში, რათა ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით მოხდეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესაბამისი რეფორმების იმპლემენტაცია“,- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვა

02022023-1446-1675334834.56_REC.png

არ არ­სე­ბობს დიდი კონ­სპი­რა­ცია, თით­ქოს ჩვენ გვიხ­დის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ან თით­ქოს ძა­ლას გვა­ტანს სა­ა­კაშ­ვი­ლი - ეს აბ­სურ­დია. ჩვენ გვა­დარ­დებს ეს სა­კი­თხი და უნდა გვა­დარ­დებ­დეს, რად­გან ეს პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი სა­კი­თხია, ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა სა­პა­ტიმ­რო­ში, - გა­ნა­ცხა­და მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვამ.

მან მო­უ­წო­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ყუ­რა­დღე­ბა შე­ა­ჩე­როს არა მხო­ლოდ იმ პო­ლი­ტი­კურ ფაქ­ტო­რებ­ზე, რო­მელ­საც ის იგებს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­პა­ტიმ­რო­ში და­ტო­ვე­ბით, არა­მედ იმა­ზეც, თუ რას კარ­გავს ამ პრო­ცეს­ში, რად­გან გრე­გო­რო­ვას თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხი იმ­დე­ნად ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლია, რომ ახლა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში დე­ბა­ტე­ბი­სას გა­ნი­ხი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის ბედი და არა მა­გა­ლი­თად კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი.

"ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბო და ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლე­ბო, ვინც მის­მენთ - სა­ქარ­თვე­ლოს წინ ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა აქვს. ევ­რო­კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს 12-პუნ­ქტი­ან რე­კო­მენ­და­ცი­ას და იმას თუ რამ­დე­ნად შეძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ შეს­რუ­ლე­ბას. გზის და­სას­რულს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სიც კი შე­იძ­ლე­ბა ელო­დოს სა­ქარ­თვე­ლოს. თუმ­ცა ჩვენ უკვე ვი­ცით, რომ არ­სე­ბობს მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით სა­კა­ნონ­მდებ­ლო მცდე­ლო­ბას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ოლი­გარ­ქი­ზა­ცი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად, ჩვენ ასე­ვე გვეს­მის მე­სი­ჯე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ რო­მელ პერ­სო­ნას შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ გა­და­წყვეტს პრობ­ლე­მას.

კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რა თქმა უნდა, არის პო­ლა­რი­ზა­ცია პო­ლი­ტი­კურ სპექტრში და შე­დე­გად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. არ არის არა­ნა­ი­რი ნიშ­ნე­ბი იმი­სა, რომ ვი­თა­რე­ბა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, უფრო პი­რი­ქით, რამ­დე­ნად დიდ­ხან­საც გრძელ­დე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა, ის მე­ტად მწვავ­დე­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­თა და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით.

რა­ტომ ვსა­უბ­რობ ამა­ზე ახლა? იმი­ტომ, რომ ეს არის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა უნდა ფო­კუ­სირ­დეს. თუმ­ცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა იმ­დე­ნად ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლია, რომ ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია სხვა­გან გა­ხედ­ვა. ის ასა­ხავს ყვე­ლა­ფერს, რა­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობთ პრობ­ლე­მე­ბი­სა და რე­ფორ­მე­ბის ნა­წილ­ში - სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბა, პო­ლა­რი­ზა­ცია, დე­ზინ­ფორ­მა­ცია. არ არ­სე­ბობს დიდი კონ­სპი­რა­ცია, რომ ჩვენ გვიხ­დის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ან, რომ ძა­ლას გვა­ტანს სა­ა­კაშ­ვი­ლი - ეს აბ­სურ­დია. ჩვენ გვა­დარ­დებს ეს სა­კი­თხი იმი­ტომ, რომ უნდა გვა­დარ­დებ­დეს, რად­გან ეს პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი სა­კი­თხია და ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა სა­პა­ტიმ­რო­ში. ვთხოვ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლონ არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლებ­საც ისი­ნი მო­ი­გე­ბენ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­პა­ტიმ­რო­ში და­ტო­ვე­ბით, არა­მედ იმა­ზეც, რა­საც და­კარ­გავთ, რად­გან ჩვენ გვი­წევს დღეს დე­ბა­ტე­ბი გვქონ­დეს პო­ლი­ტი­კურ პა­ტი­მარ­ზე, ნაც­ვლად მა­გა­ლი­თად კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი­სა“, - გა­ნა­ცხა­და მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვამ.