"სურთ საქართველო გადააქციონ მორიგ "გამღიზიანებლად“, დააბრუნონ ვითარება სააკაშვილისეულ აგრესიულ დროში" - რას აცხადებს სერგეი ლავროვი - კვირის პალიტრა

"სურთ საქართველო გადააქციონ მორიგ "გამღიზიანებლად“, დააბრუნონ ვითარება სააკაშვილისეულ აგრესიულ დროში" - რას აცხადებს სერგეი ლავროვი

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­სავ­ლე­თის უპ­რე­ცე­დენ­ტო ზე­წო­ლის სა­პა­სუ­ხოდ, რო­მე­ლიც ითხოვს სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ხელ­მძღვა­ნე­ლობს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, და­სავ­ლეთს სურს გა­და­აქ­ცი­ოს სა­ქარ­თვე­ლო "გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლად“ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის.

"ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­თის უპ­რე­ცე­დენ­ტო წნე­ხი­სა და სან­ქცი­ებ­თან შე­ერ­თე­ბის, მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის მო­თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ ამ­ბობს: "თქვენ იცით, რომ ჩვენ ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით. ჩვენ გვაქვს ვაჭ­რო­ბა რუ­სეთ­თან, ტუ­რიზ­მის და ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლებს ჩვენ ვი­ღებთ“, - გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს პო­ზი­ცია პა­სუ­ხობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს.

"იმა­ში, რომ სურთ სა­ქარ­თვე­ლო გა­და­აქ­ცი­ონ მო­რიგ "გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლად“ , და­აბ­რუ­ნონ ვი­თა­რე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი­სე­ულ აგ­რე­სი­ულ დრო­ში, მე ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა.