1996 წელს საქართველოში გარდაცვლილად გამოცხადებული ბიჭი ამერიკაში იპოვეს: გაცნობამდე ერთი დღით ადრე დაღუპული ბიოლოგიური მამა და დედის ემოციური გაცნობა (ვიდეო) - კვირის პალიტრა

1996 წელს საქართველოში გარდაცვლილად გამოცხადებული ბიჭი ამერიკაში იპოვეს: გაცნობამდე ერთი დღით ადრე დაღუპული ბიოლოგიური მამა და დედის ემოციური გაცნობა (ვიდეო)

ჟურ­ნა­ლის­ტმა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ვე­ძებ" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ ორი დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ჰყვე­ბო­და, რომ კი­დევ ერ­თმა ქარ­თველ­მა დე­დამ იპო­ვა შვი­ლი, რო­მე­ლიც აქამ­დე გარ­დაც­ვლი­ლი ეგო­ნა.

"1996 წელს კა­მოს მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და 3 დღე­ში გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი ვი­პო­ვეთ. ბავ­შვი, რო­მე­ლიც ჯერ დიღ­მის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მერე სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში და რუ­სე­თი­დან ამე­რი­კა­ში გა­აშ­ვი­ლეს, დღეს ოჯახს და­უ­კავ­შირ­და..." - ამ­ბობს მუ­სე­რი­ძე და აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ოს, სა­დაც ჩანს, რომ ონ­ლა­ინ ჩა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით დე­დამ წლე­ბის წინ გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი შვი­ლი ნახა.

ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს, ერთ-ერ­თია წლე­ბის წინ გა­ყი­დუ­ლი ქარ­თვე­ლი ჩვი­ლე­ბი­დან, რო­მელ­საც დედა არ ეძებ­და, რად­გან ქალს გარ­დაც­ვლი­ლი ეგო­ნა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ახალ­გაზ­რდამ თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის მიერ შექ­მნილ ჯგუფ­ში ითხო­ვა დახ­მა­რე­ბა, სა­დაც მისი თქმით, ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ეძებ­და. დე­დას­თან ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფის შე­სა­ხებ, სა­დაც გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი მშობ­ლებს ეძებ­დნენ, "ტე­ლეგ­რაფ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ი­დან გა­ი­გო: "გუ­შინ, დი­ლის 10:30 სა­ათ­ზე, მი­ვი­ღე შე­ტყო­ბი­ნე­ბა ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დის "ვე­ძებ" დამ­ფუძ­ნებ­ლის­გან, სა­დაც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე ჩემი და­ბა­დე­ბის ის­ტო­რია და ინ­ფორ­მა­ცია მშობ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ჯგუ­ფის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რებ­მა სას­წა­უ­ლე­ბი მო­ახ­დი­ნეს და 24 სა­ათ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში იპო­ვეს ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა.

ჯგუ­ფი­დან მწერ­დნენ, რომ ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა და უფ­რო­სი ძმა ვი­დეო ზა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით მე­ლო­დე­ბოდ­ნენ, ისი­ნი არ სა­უბ­რო­ბენ ინ­გლი­სუ­რად, გვყავ­და თარ­ჯი­მა­ნი, რო­მელ­მაც ენის ბა­რი­ე­რი გა­დაგ­ვა­ლა­ხი­ნა.

ეს არის ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც მხო­ლოდ ფილ­მებ­ში შეხ­ვდე­ბით. რო­გორც ჩანს, 90-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­შა­უ­ლის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში იყ­ვნენ "მა­ფი­ას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. რო­დე­საც და­ვი­ბა­დე, დე­და­ჩემს უთხრეს, რომ ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი და ოპე­რა­ცია მჭირ­დე­ბო­და, 4 დღის შემ­დეგ კი გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ოპე­რა­ცი­ის დროს მოვ­კვდი.

სა­ბუ­თე­ბი გა­ა­ყალ­ბეს და ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ რუ­სეთ­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო