სკანდალი "ვოისის" გამარჯვებულის გარშემო: ვინ არის ირუ ხეჩანოვი და რატომ გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი - "საკმაოდ გამომწვევი ადამიანი ვარ, არ ვარ მორიდებული"
მეგაშოუ "ვოისის" გამარჯვებული 22.8%-ით 21 წლის ირუ ხეჩანოვი გახდა. 2023 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე საქართველოს ის წარადგენს. გამარჯვებული მაყურებელთა ხმების რაოდენობით გამოვლინდა.
ხეჩანოვის მენტორი დათო ფორჩხიძე გახლდათ. მუსიკალურ ფესტივალზე ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი კონკურსანტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ვოისში“ გამარჯვებით მოიპოვა. ამ ეტაპზე უცნობია, რა სიმღერას შეასრულებს ახალგაზრდა მუსიკოსი ევროვიზიაზე.
ირუ ხეჩანოვი წლების წინ, საბავშვო ჯგუფ „ქენდის“ წევრი გახლდათ. 2011 წელს ჯგუფმა საქართველოს საბავშვო "ევროვიზიაზე" მეორე გამარჯვება მოუტანა.

"ვოისში“ გამარჯვების შემდეგ, კონკურსანტი სოციალურ ქსელში წერს:
"ყველაფერს ვიზამ, რომ გასახელოთ "ევროვიზიაზე"... მთავარი ბრძოლა წინ არის და თქვენი გვერდში დგომა ისევ ძალიან მჭირდება... მადლობა კიდევ ერთხელ".
უამრავი მილოცვის მიუხედავად, გოგონას გამარჯვებას ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა. ცუდ შეფასებებს ღიად უწერენ, პირად გვერდზეც..."ყრუ არავინაა და მით უმეტეს, დებილი, რომ ვერ ვხვდებოდეთ, როგორ მოხდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ფინალში. შენ თვითონაც არ უნდა იყო თანახმა ასეთ გამარჯვებაზე, მაგრამ ადამიანია და ბუნება. ხალხის რეაქციები ნახე პოსტებზე და მიხვდები დანარჩენს...“
"შეგერგოს ეგეთი მოსყიდული გამარჯვება..."
მუსიკოსი მაია დარსმელიძე, "ვოისის" ფინალს გამოეხმაურა. მისი მეუღლე, სტეფანე მღებრიშვილი პროექტში ერთ-ერთი მენტორი იყო.
"ხოო, აქა-იქიდან ჩიტებს მოაქვს ამბავი რაღაც გამზადებულ სიმღერაზე და ერთი წლით ადრე ჩაფიქრებულ “პროექტზე”. და აი ეს ერთმანეთზე უკეთესი მართლა საოცარი შემსრულებლები ამ ვიღაცის პროექტის ანტურაჟად მოიყვანეთ?!!! და ვიღაცის ხუშტურის დეკორად აქციეთ?! (რომ არ დაიბნეთ, ამ კონკრეტულ პოსტში პროექტ "ვოისს” არა, ვოისში "პროდიუსერის" მიტანილ "პროექტს" ვგულისხმობ, აიიი, ევროვიზიაზე, რაც უნდა გაიტანონ - იმას) ხო, ვინმემ ოდესმე ხომ უნდა თქვას, სანამ კოლექტიურ-კოლეგიალური დაყლევება გჭირთ და სიმართლის თქმა გიტყდებათ…
(აქაც რომ არ დაიბნეთ, ვიტყვი, რომ ჩემ კომფორტულად გასუსულ კოლეგებს ვგულისხმობ და არა კონკურსანტებს). ყველა სიკეთესთან ერთად გოიმ პროდიუსერზე საზარელი არაფერია. ეგ კრიმინალია ჩემთვის. მოაშორეთ მთელი ეს გოიმფართი და იქნებ გვეშველოს ოდესმე". (გააგრძელეთ კითხვა)