"დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა... ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს" - რა თქვა დაკითხვაზე ნინო ნადირაძემ?
საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მსჯელობენ, "ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე იკითხება.
როგორც მან დაკითხვისას აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი მათ კლინიკაში მოათავსეს, მასზე ყოველდღიური ზეწოლა ხორციელდება."პირველი წამიდან, როცა სააკაშვილი კლინიკაში მოიყვანეს, მე დავიბარე თანამშრომლები და ავუხსენი, რომ მათ მოუწევდათ დიდი წნეხის ქვეშ მუშაობა. განსაკუთრებით გამიჭირდა უმცროსი სტაფის შერჩევა, რომელსაც ძალიან ეშინოდა ამ რთულ სიტუაციაში აღმოჩენის. ეს არ იყო მხოლოდ სამედიცინო საკითხი. ძნელია, როცა 24 საათი მიკროფონით გდარაჯობს ჟურნალისტი, როცა სულ ვიღაც გწყევლის.
ნუ ჩემზე რა ზეწოლაც ხორციელდებოდა, ეს ცალკე საკითხია... ყველაზე სამარცხვინო რაც დამაბრალეს იყო, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა. ეს სხვადასხვა გამოცემებშიც კი დაწერეს. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როცა მე ოჯახი მყავს. მსგავსი ტიპის ზეწოლებზე მივდიოდი.
მაშინ ადვოკატი დიმა საძაგლიშვილი იყო, ჭკუიდან გადავედი და ტელეფონით ავუვარდი მას. მიპასუხა, რა ვქნათო ჩვენს მომხრეებს ვერ გავაკონტროლებთო. ვუთხარი, აბა მე როგორ ვიმუშაო, როგორ დავბრუნდე ოჯახში და ჩემს მამამთილს როგორ ჩავხედო თვალებშითქო? ჩემს პროფესიას ეწირება ჩემი ოჯახის სიმშვიდე" - აღნიშნა ნადირაძემ.