გერმანიამ უკრაინისთვის Leopard 1-ის ტიპის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილება დაამტკიცა
გერმანიამ უკრაინისთვის Leopard 1-ის ტიპის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილება დაამტკიცა.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი შტეფენ ჰებესტრეიტი ავრცელებს.
„ექსპორტის ლიცენზია გაცემულია“,- განაცხადა პრესსპიკერმა.
გერმანული გამოცემის Süddeutsche Zeitung მიხედვით, გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა გერმანული იარაღის მწარმოებლის გეგმა უკრაინას 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების 88 Leopard 1 მიჰყიდოს.
ცნობისთვის, იქამდე გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
IPN