7 წლის ბიჭის დედა ამბობს, რომ მის შვილზე ბიძის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტი არ სჯერა - შიდა ქართლში მომხდარი შემთხვევის დეტალები - კვირის პალიტრა

7 წლის ბიჭის დედა ამბობს, რომ მის შვილზე ბიძის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტი არ სჯერა - შიდა ქართლში მომხდარი შემთხვევის დეტალები

შიდა ქარ­თლში, ბი­ძას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე 7 წლის ბი­ჭის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას ედა­ვე­ბი­ან. შემ­ზა­რავ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი პო­ლი­ცი­ამ სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან აიყ­ვა­ნა. სა­სა­მარ­თლომ უკვე იმ­სჯე­ლა მის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე და ის წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

"მთა­ვარ­მა არ­ხმა" გა­არ­კვია მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვმა აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ზე სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელს უამ­ბო, ხოლო მას­წავ­ლე­ბელ­მა აც­ნო­ბა მან­და­ტურს, ვის­გა­ნაც შე­ტყო­ბი­ნე­ბა პო­ლი­ცი­ა­ში შე­ვი­და.

არას­რულ­წლო­ვა­ნის დე­დას შვი­ლის ნა­ამ­ბობ­ში ეჭვი ეპა­რე­ბა და თითს სკო­ლის­კენ იშ­ვერს.

"ჩემს შვილს აქამ­დე სკო­ლი­დან მიგ­დებ­დნენ და ახლა რა გა­ა­კე­თეს. ბავ­შვმა თქვაო და მე არ მჯე­რა, ვერც და­ვი­ჯე­რებ. მას­წავ­ლე­ბელ­მა მან­და­ტურს აც­ნო­ბა და მან­და­ტურ­მა პო­ლი­ცი­ას" - ამ­ბობს ბი­ჭუ­ნას დედა. გააგრძელეთ კითხვა