"ხალხმა დღემდე არ იცის ყველა ის საიდუმლო, რასაც პრინცესა დიანასა და ჩარზლის ქორწილი იტევს"
რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, პრინცესა დიანას ტრაგიკულ ცხოვრებაზე საუბარს მსოფლიო მედია მაინც არ შეწყვეტს, დიანა იყო და იქნება მსოფლიოს განხილვის საგანი, მისი ცხოვრება, შვილები და შემდეგ უსამართლოდ დასრულებული სიცოცხლე არასდროს კარგავს ინტერესს და სამეფო ოჯახის საიდუმლო ცხოვრებაც თითქოს არასდროს მიდის ბოლომდე გამჟღავნებისკენ. როდესაც პრინცესა დიანამ და პრინცმა ჩარლზმა იქორწინეს, ხალხმა მათ შეუღლებას „საუკუნის ქორწილი“ უწოდა, თუმცა საუკუნოვანი სიყვარულის ისტორია მოსალოდნელზე მალე დასრულდა. ბრიტანული გამოცემა „ბი-ბი-სი“ სამეფო ქორწილში მომხდარ იმ ისტორიებსა და ტრადიციებზე გვიყვება, რომელიც ბერისთვის ჯერ კიდევ უცნობია, ამბავი კულისებს მიღმა დარჩა, ქორწილის შემდეგ 40 წელი გავიდა და ბრიტანული მედია ამაზე თამამად ალაპარაკდა.

ქორწილის ჩაშლის მცდელობა
როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, სამეფო ოჯახი ქორწილისთვის ემზადებოდა, როდესაც ჩარლზმა უეცრად წასვლა გადაწყვიტა და პრინცესა ქორწილის დღეს მარტო დატოვა. ჩარლზმა დიანას წერილი დაუტოვა, სადაც სთხოვდა მას, რომ პრინცი გარდაცვლილად გამოეცხადებინა.
„უბრალოდ ჩახედე ხალხს თვალებში და შეატყობინე რომ მე მოვკვდი“, - წერდა ჩარლზი წერილში.

როგორც ჩანს, ქორწილის დღე ყველასთვის ბედნიერი არ იყო, პრინცი დაბრუნდა, ქორწილიც შედგა, თუმცა არცერთს ეტყობოდა უბედურება მილიონობით ხალხის წინაშე. დიანა ქორწილში მამამ - ერლ სპენსერმა მიაცილა. ეტლი ძლივს იტევდა პრინცესას კაბას, მიუხედავად ყველაფრისა, დიანას მთელი ქორწილი ღიმილი არ მოშორებია, უყურებდა ხალხს და ყველას მთელი ენერგიით უღიმოდა.
დამალული დეტალი ფეხსაცმელში

არავის ახსოვს, რა ეცვა დიანას გრანდიოზული კაბის ქვეშ, თუმცა როგორც ფატა, ასევე, ფეხსაცმელიც, დიდ დატვირთვას ატარებდა. დიზაინერმა კლაივ შილტონმა ზამშის თეთრი ფეხსაცმელი დიანასთვის 132 მარგალიტით მორთო, თავზე გულის ფორმის ორნამენტი დაუმატა და პატარა ინიციალებიც ჩააყოლა. ფეხსაცმელს ჩ და დ ეწერა, რაც პრინცესასა და პრინცის სამუდამო სიყვარულს გამოხატავდა.
ყველაზე გრძელი კაბა ისტორიაში
შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად არ მიდიოდა, თუმცა კაბა ნამდვილად ახლოს იყო იდეალურობასთან. პრინცესას სურდა, მისი ქორწილი ყველა ბრიტანელს დამახსოვრებოდა, სწორედ ამიტომ, ისტორიაში ყველა გრძელი კაბით წარსდგა, დიანას კაბის შლეიფის სიგრძე 25 ფუტი, ანუ 8 მეტრამდე იყო. პრინცესას 5 მეჯვარე ეხმარებოდა, ზოგს კაბა, ზოგს კი პრინცესას აქსესუარები მოჰქონდა. კაბაზე დიანასთვის დევიდ და ელიზაბეტ ემანუელებმა იზრუნეს და წმინდა პავლეს ტაძარში ჯვრისწერისთვის დიანა შესაფერისად გამოაწყვეს.

„ჩვეულებრივი“ საქორწინო ბეჭედი
როგორც მედია წერს, ჩარლზმა დიანას ქორწილამდე რაღაც უჩვეულო საქორწინო ბეჭედი აჩუქა, მან ნიშნობის ბეჭედი კატალოგიდან იყიდა. წლების განმავლობაში, დიანა „უბრალო საფირონის“ ბეჭედს ატარებდა, თუმცა ეს მის უბრალოებას კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს. საზოგადოება კი ჩარლზზე ბრაზდებოდა, რომ პრინცესა რამდენიმე კარატიანი ბრილიანტის მაგივრად საფირონს ამჯობინებდა.

დედოფლის მოსვლა
ცოტას თუ ემახსოვრება ქორწილის ყველა დეტალი. ჩარლზის ოჯახის წევრები წმინდა პავლეს ეკლესიაში რვა ვაგონით მოვიდნენ. მათ შორის ერთ-ერთში იჯდა დედოფალი ელისაბედი, რომელმაც ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დაიკავა თავისი ადგილი ეკლესიაში. როგორც რამდენიმე წყარო ჰყვება, დიანა და ჩარლზი ერთმანეთს წლები იცნობდნენ, დიანა სამეფო ოჯახთან მეგობრობდა და დედოფლის მხრიდან მათ შეუღლებაზე წინააღმდეგობა არ წამოსულა. ქორწილს 600 000 ბრიტანელი ადამიანი ესწრებოდა, ქალაქში დიდი ანშლაგი იყო. სამეფო ოჯახის ქორწილი 5 თვით ადრე დაანონსდა, იმ წელს ლონდონს ტურისტების დიდი რაოდენობაც ეწვია. ქორწილი ერთი სანახაობა იყო. როგორც CBS News წერდა, ქორწილის დღეს ბუკინგემის სასახლემ 600 000 დოლარი მხოლოდ ხალხის კონტროლსა და უსაფრთხოებაში დახარჯა.

პირველი დარღვეული ტრადიცია
სამეფო ოჯახი ტრადიციების დარღვევას ვერ ეგუება და ამის თვალსაჩინო მაგალითი პრინცი ჰარისა და მეგანის დიდი სკანდალი იყო. ტრადიციების დარღვევის სურვილი ჰარის გენეტიკურად მშობლებისგან ერგო. დიანამ და ჩარლზმა მრავალწლიანი ისტორია შეცვალეს, მათ ქორწილი არა უესტმინსტერში, არამედ წმინდა პავლეს ტაძარში გადაიხადეს. დიანასთვის მიძღვნილ მემუარებში ხალხი წერს რომ წმინდა პავლეს ტაძარი ულამაზესი იყო, ორკესტრი ცერემონიას შესანიშნავად აფორმებდა, თუმცა ცხადია ტრადიციის დარღვევა წყვილისთვის უთანხმოების მომტანი აღმოჩნდა.

„მხარდამჭერების“ ტრადიცია
ბრიტანეთის სამეფო წესების მიხედვით, ნეფემ ქორწილამდე არა მეჯვარეები, არამედ „Supporters“ ანუ „მხარდამჭერები“ უნდა აირჩიოს, რომლებიც მას ეკლესიამდე მიაცილებენ. ჩარლზმა თავისი ძმები - ენდიუ და ედვარდი შეარჩია და ძმებმა პრინცი ეკლესიამდე ეტლით მიაცილეს.

კაბა რეზერვში
პრინცესა დიანას და ჩარზლის ქორწილი იმდენად ბევრ საიდუმლოს იტევს, რომ ხალხმა დღემდე არ იცის ყველა. მათ შორის, საიდუმლო კაბის ამბავი, რომელიც პრინცესამ დაოჯახების შემდეგ რამდენიმე წელში შეიტყო. პრინცესა დიანას ქორწილისთვის ორი ერთნაირი კაბა ჰქონდა, დიზაინერებმა მეორე კაბა საიდუმლოდ შეინახეს, ის ყოველი შემთხვევისთვის შეკერეს, თუ პირველს რაიმე დაემართებოდა, მათ რეზერვში მეორე ექნებოდათ გადადებული.

პრინცესა დიანას მენტალური პრობლემები
ბრიტანული მედია ხშირად წერს, რომ პრინცესას მენტალური პრობლემები აწუხებდა, მათ შორის ერთ-ერთი იყო კვებითი აშლილობა. როგორც ამბობენ, ქორწილამდე დედოფალი კაბის გასასინჯად მივიდა, დიზაინერებმა ზუსტი ზომები აიღეს, ქორწილის დღეს კი კაბა იმდენად დიდი იყო, რომ მისი გადაკეთება გახდა საჭირო. დიანა ყოველდღე იკლებდა წონაში, ცერემონიამდე უფრო და უფრო ხდებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პრინცესა კვებით აშლილობას ებრძოდა ის ფაქტობრივად ბულიმიური იყო.

რას მალავდა პრინცესა?
როგორც ბრიტანული მედია წერს, ქორწილის დღეს დიანას თავისი საყვარელი სუნამოს დასხმა სურდა, სუნამოს შემადგენლობიდან გამომდინარე შეფერილობა ჰქონდა, რის დროსაც პრინცესამ კაბა სუნამოს საღებავით შემთხვევით დაფარა. ქორწილში გადაღებულ ვრცელ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იფარავს დიანა ლაქას ხელით.
არასრულწლოვანი მეჯვარე
სამეფო ოჯახის მნიშვნელოვან დღეს დიანას მეჯვარე სარა არმსტრონგ-ჯონსი იყო, პრინცესა მარგარეტისა და გრაფის ქალიშვილი. სარა ქორწილში 17 წლის იყო, 3 წლით უმცროსი პრინცესაზე. რაც შეეხება ჩარლზს, პრინცი თავის ქორწილში 32 წლის გახლდათ.

ბედის ირონია...
ვინ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ პრინცისა და პრინცესას ისტორია ასე დატრიალდებოდა. ტაძარი, სადაც წყვილმა იქორწინა ისტორიული შენობა იყო, სადაც კედლები მთელი ბრიტანეთის ამბავს ჰყვებოდა. ათასობით სტუმარს შორის, ქორწილს კამილა პარკერ ბოულზი, პრინც ჩარლზის ახლო მეგობარი ესწრებოდა. წლების შემდეგ, სწორედ კამილა გახდა პრინცის რჩეული. როგორც ბრიტანული მედია წერს, დიანამ იცოდა, რომ მის მომავალ მეუღლეს კამილას მიმართ გრძნობები ჰქონდა, თუმცა ცერემონიაზე დასწრების უფლება მაინც მისცა.
მხოლოდ კამილა არ იყო გამორჩეული, ქორწილს დიანას და - ლედი სარა ესწრებოდა, რომელიც დიანამდე ხვდებოდა ჩარლზს. ბრიტანული მედიის ცნობით, მათი ურთიერთობა არ გაგრძელებულა რადგან სარამ სამეფო რომანზე პრესასთან ისაუბრა, ჩარლზის გაღიზიანება კი სწორედ აქედან დაიწყო და სიყვარული მალევე დასრულდა.

ათასობით თვალი პრინცესისკენ
სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ქორწილს ყველა მედიასაშუალება ადევნებდა თვალყურს, წყვილს მართლაც რომ ათასობით ჟურნალისტი მოუთმენლად ელოდა. ჩარლზი დიდი ხნის განმავლობაში იპყრობდა მედიის ყურადღებას, როგორც ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, თუმცა მისმა ურთიერთობამ დიანასთან განსაკუთრებით მოხიბლა პრესა და ფართო საზოგადოება. Biography.com-ის ცნობით მათ ქორწილს 74 ქვეყნიდან უყურებდნენ.

სტუმრებს შორის სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის, განქორწინებულებიც. ზუსტად ამას ვარაუდობდნენ ჩარლზისა და დიანას შემთხვევაშიც. თითქოს სამეფო წყვილის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.
როგორც რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა, სამეფო ქორწილი 70 მილიონი დაჯდა. ნაკლებს არც ხალხი ელოდებოდა, სამეფო ცერემონიები ყოველთვის ძვირი სიამოვნებაა. ქორწილს ასობით დაცვა ჰყავდა, პრინცესას ორი თაიგული, ორი კაბა, რამდენიმე მეჯვარე და გრძელი, კილომეტრამდე წითელი ხალიჩა ელოდა.
70 მილიონი დიდი ხარჯია, ეს მოგვიანებით ბუკინგემმაც აღიარა, ქეით მიდლტონის და უილიამსის ქორწილი კი ბრიტანეთის მოსახლეობას 34 მილიონი დოლარი დაუჯდა. აქედან დიდი ნაწილი სწორედ უსაფრთხოებასა და დაცვაზე დაიხარჯა.
დიანას ქორწილში არამხოლოდ ორი კაბა და ათობით დაცვა იქცევდა ყურადღებას, არამედ, რამდენიმე ტორტი, რომლებმაც სტუმრების ოვაციები გამოიწვია. წყვილს ქორწილში 27 ტორტი ჰქონდა, აქედან ერთი მთავარი, რომლის ღირებულებაც 40 000 დოლარს შეადგენდა, ასეთი კი დიანასთვის ორი ცალი დაამზადეს, იმ შემთხვევაში, თუ ერთს რაიმე დაემართებოდა.

დახურული წვეულება
ქორწილის მეორე დღეს, ბუკინგემის სასახლეში 120 კაციანი საუზმე გაიმართა. საუზმეს უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ. ბუკინგემის სასახლემ მსოფლიოში ცნობილი ქორწილის შემდეგ, წყვილს დახურული ცერემონია მეტი კონფიდენციალურობისთვის აჩუქა, რთულია ნახევარი მსოფლიოს თვალში გამოჩნდე და 75 ქვეყანა გიყურებდეს.
ფოტოების ტრადიცია
ჩვენთვის უცხო ყველა ტრადიციასთან ერთად, სამეფო ოჯახის მთავარი წესი, ფოტოს გადაღების ტრადიციაა, რომელსაც თაობებია აქტიურად იცავენ.
წესის თანახმად, ნეფე და პატარძალმა სამახსოვრო პორტრეტული სურათი უნდა გადაიღოს მეჯვარეებთან ერთად იმისთვის, რომ ფოტო სამეფო გვარის ისტორიას დარჩეს. მეჯვარეების შემდეგ ოჯახის წევრების ჯერიც დგება. ორივე მხარის ოჯახის წევრები ერთი დიდი საოჯახო პორტრეტის გადასაღებად იკრიბებიან, ბოლოს კი სამეფო გვარი იღებს ფოტოს, სადაც გვარის ყველა წარმომადგენლის დასწრება აუცილებელია.

დასრულებული ქორწინება და სიცოცხლე
ამხელა ტრადიციების, 5 თვიანი დაგეგმვისა და ასიათასობით დეტალის გათვალისწინების მიუხედავად. პრინცისა და პრინცესას ზღაპრული სიყვარული მალევე დასრულდა. განქორწინება ყველასთვის მტკივნეული აღმოჩნდა, დიანამ და ჩარლზმა ოფიციალურად გაწყვიტეს საქორწინო ფიცი და სამწუხაროდ, განქორწინებიდან 1 წელში, პრინცესა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.
დიანა კატასტროფის დროს 36 წლის იყო.
სტატიაში გამოყენებულია Getty Images ფოტოები
(სპეციალურად საიტისთვის)