"ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მოინდომა და პურზე კარაქთან ერთად გადავუსვი ცოტა ნიორი..." - გიული ალასანია ნინო ნადირაძის განცხადებებს ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მოინდომა და პურზე კარაქთან ერთად გადავუსვი ცოტა ნიორი..." - გიული ალასანია ნინო ნადირაძის განცხადებებს ეხმაურება

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა გი­უ­ლი ალა­სა­ნია "ვი­ვა­მე­დის“ დი­რექ­ტორს, ნინო ნა­დი­რა­ძის მიერ სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე და­კი­თხვი­სას გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს პა­სუ­ხობს.

გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას თქმით, მარ­თლაც იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ცი­ვი მი­ი­ღო, თუმ­ცა შემ­დეგ ღე­ბი­ნე­ბა ჰქონ­და, რად­გან საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა არ შე­უძ­ლია.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­წამ­ლუ­ლია და სწო­რედ ეს არის მი­ზე­ზი იმის, რომ "ვერ ჭამს“.

"რაც მო­ვის­მი­ნე და რა­საც ყური მოვ­კა­რი, ისევ კვე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, რომ ისე არ მოგ­ვაქვს, ისე არ ვა­კე­თებთ, რომ სა­ცივს მი­ირ­თმევს. ნამ­დვი­ლად იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა, ახა­ლი წელი იყო და მის­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფას­მა ადა­მი­ან­მა გა­მო­უგ­ზავ­ნა სა­ცი­ვი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცოტა შე­ჭა­მა. და­ნარ­ჩე­ნი იქ ადა­მი­ა­ნებს და­უ­ნა­წი­ლა. მე­ო­რე და მე­სა­მე დღეს სულ გული ერე­ო­და. გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა ჰქონ­და, რად­გან ნამ­დვი­ლად არ შე­უძ­ლია. სა­ერ­თოდ ადა­მი­ანს ჭამა უყ­ვარ­და, მაგ­რამ ახლა, რომ ვერ ჭამს, ამას მი­ზე­ზი აქვს. როცა მო­წამ­ლუ­ლი ხარ ადა­მი­ა­ნი, რო­გორ უნდა შე­ჭა­მო. უკვე მე­რამ­დე­ნე თვეა არის მო­წამ­ლუ­ლი, ამი­ტომ ვერ ჭამს, ეს არის მი­ზე­ზი, სხვა არა­ფე­რი. რას ნიშ­ნავს თა­ვის თა­ვის და­ზი­ა­ნე­ბა, რო­გორ უნდა და­ი­ზი­ა­ნო.

ნივ­რი­ა­ნი ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა იყო. უცებ მო­ინ­დო­მა, პურ­ზე ძა­ლი­ან თხლად გა­და­ვუს­ვი კა­რაქთან ერ­თად ცოტა ნი­ო­რი. ამას და­აბ­რა­ლეს გუ­ლის წას­ვლა. გუ­ლის წას­ვლა მას ხში­რად ემართბა და ნი­ო­რი რა შუ­ა­შია.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნინო ნა­დი­რა­ძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბის ან სას­ჯე­ლი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხზე მოწ­მის სა­ხით იკი­თხე­ბო­და გა­ნა­ცხა­და, რომ "ის, რომ სა­ა­კაშ­ვილს რა­ღა­ცის ჭამა არ შე­უძ­ლია, ასე არ არის - ახალ წელს სოფო ნი­ჟა­რა­ძის დე­დის გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ცი­ვი ჭამა, "ოლი­ვი­ეც“, ხა­ჭა­პუ­რიც უჭა­მია, გარ­და ამი­სა, მა­მა­ოს შეჰ­ქონ­და ხან­და­ხან ღვი­ნო".

ამას­თა­ნა­ვე, ნა­დი­რა­ძის თქმით, "საკ­ვე­ბი, რაც სა­ა­კაშ­ვილ­თან მო­აქვთ, მა­გა­ლი­თად, შავ პურ­ზე წას­მუ­ლი გა­ჭყლე­ტი­ლი ნი­ო­რი და სო­კოს ში­ლაფ­ლა­ვი, არა­ფერ­ში წე­რია".

"ინტერპრესნიუსი"