"მშობლები შვილებს ჩემთან მეგობრობასაც კი უკრძალავდნენ... ამერიკაში რომ წამოვედი, თან ძაღლი მახლდა" - ქართველი მხატვარი, რომელიც აშშ-ში 12 ხელოვანთან ერთად გამოარჩიეს - კვირის პალიტრა

"მშობლები შვილებს ჩემთან მეგობრობასაც კი უკრძალავდნენ... ამერიკაში რომ წამოვედი, თან ძაღლი მახლდა" - ქართველი მხატვარი, რომელიც აშშ-ში 12 ხელოვანთან ერთად გამოარჩიეს

ქარ­თვე­ლი, ზუგ­დიდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბაია ური­დია ამე­რი­კა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბებს აღ­წევს... თა­ვის ბო­ბო­ქა­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ხე­ლო­ვა­ნი ამე­რი­კი­დან ვრცლად გვე­სა­უბ­რა:

- ბაია, რო­გორ იხ­სე­ნებთ თქვენს ბავ­შვო­ბას, რა ფაქ­ტო­რე­ბი იყო თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე გარ­დამ­ტე­ხი?

- ცალ­სა­ხად, ერთი სი­ტყვით გან­სა­ზღვრე­ბა, თუ რო­გორ მახ­სენ­დე­ბა ბავ­შვო­ბა, ჩემ შემ­თხვე­ვა­ში, იმ­თა­ვით­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლია... და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე ვიზ­რდე­ბო­დი ბე­ბი­ა­სა და ბა­ბუ­ას მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ, დე­და­ჩე­მი საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა იყო, როცა მე გავჩნდი. მამა არ მახ­სოვს, იმ­დე­ნად პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა გარ­და­იც­ვა­ლა.

და­ვი­ბა­დე და ვიზ­რდე­ბო­დი ზუგ­დიდ­ში, სა­დაც მე­ტის­მე­ტად არ ჰქონ­დათ მიმ­ღე­ო­ბა ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბით მდგო­მა­რე­ო­ბას­თან, ვგუ­ლის­ხმობ პი­როვ­ნულ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის გულ­წრფელ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას. მე გა­მი­მარ­თლა ჩემ აღ­მზრდელ ადა­მი­ა­ნებ­ში, ბე­ბი­ა­სა და ბა­ბუ­ა­ში, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ზრუ­ნავ­დნენ, ცოდ­ნას მი­მე­ღო და შე­მეც­ნე­ბის პრო­ცეს­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მე გულ­წრფე­ლო­ბამ გა­და­მარ­ჩი­ნა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა მა­ძა­გებ­დნენ იმის გამო, რომ როკ­სა და მე­ტალს ვუს­მენ­დი, იმის გამო, რომ სა­კუ­თა­რი აზრი, შე­ხე­დუ­ლე­ბა (რო­მე­ლიც არ იყო გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი იდე­ე­ბი­სა თუ მო­საზ­რე­ბე­ბის ბორ­კი­ლებ­ში) გა­მაჩ­ნდა ყვე­ლაფ­რის მი­მართ და ამას თა­ვი­სუფ­ლად ვაჟ­ღე­რებ­დი. მშობ­ლე­ბი ჩემ­თან მე­გობ­რო­ბა­საც კი უკ­რძა­ლავ­დნენ შვი­ლებს. გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ვებ­რძო­დი უდი­დეს ტრავ­მებს და მენ­ტა­ლურ პრობ­ლე­მებს, უამ­რა­ვი დღე თუ ღამე გა­მი­ტა­რე­ბია ტი­რილ­ში, თუმ­ცა არა­სო­დეს, არა­სო­დეს შე­მოს­წყვე­ტია სა­კუ­თა­რი ნამ­დვი­ლი რა­ო­ბის გა­მოვ­ლე­ნა, უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა.

baiauridia-2-47901-1675497154.jpg

- თქვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, რამ­დე­ნად აი­სა­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი... ბე­ბია და ბა­ბუა რო­გორ ხვდე­ბოდ­ნენ თქვენს რე­ვო­ლუ­ცი­ურ ნა­ბი­ჯებს?

- სამი წლის ვი­ყა­ვი, როცა მა­მა­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა, სწო­რედ ამ ასაკ­ში და­ვი­წყე ხატ­ვა. ვხა­ტავ­დი დე­და­სა და მა­მას, ერ­თად. მუ­ყა­ოს ქა­ღალ­დზე ავ­სა­ხავ­დი იმ სცე­ნებს, რომ­ლებ­ზე­დაც, თით­ქოს იმ­თა­ვით­ვე, გა­უ­აზ­რებ­ლად ვი­ცო­დი, რომ მსგავ­სი არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ეზო­ი­ან სახ­ლში ვცხოვ­რობ­დი, სა­დაც ეზოს უკა­ნა ნა­წილ­ში, ბე­ტო­ნი­სა და ხის, ძვე­ლი, შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით ნა­გე­ბი ერთ ოთა­ხი­ა­ნი ქო­ხის მსგავ­სი კონ­სტრუქ­ცია იდგა. შუქი მხო­ლოდ წვრილ სვე­ტე­ბად ეშ­ვე­ბო­და, ზო­გან ლა­ქე­ბა­დაც კი. ეს აღ­მაფრ­თო­ვა­ნებ­და, თუმ­ცა ამ შეგ­რძნე­ბის მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბი ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. მიყ­ვარ­და ეს ად­გი­ლი, მის­ტი­კუ­რი და ეს­თე­ტი­კუ­რი იყო ჩემ­თვის. ერთ დღე­საც, აქ ვი­პო­ვე ძველ­თაძ­ვე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ნივ­თე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ვი­ხიბ­ლე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ჭურ­ჭლე­ბით - კოლ­ბე­ბით. გა­ვი­ქე­ცი, მო­ვი­ტა­ნე ჩემი ფლო­მას­ტე­რე­ბი, ამო­ვა­ცა­ლე ე.წ. "გული" თი­თო­ე­ულს, მო­ვა­თავ­სე კოლ­ბებ­ში, ჩა­ვას­ხი წყა­ლი და ვუც­დი­დი პრო­ცესს. ვხე­დავ­დი, რომ წყა­ლი ფერს იც­ვლი­და, და ვგრძნობ­დი, თუ რამ­დე­ნად ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი ამ ეს­თე­ტი­კუ­რი პრო­ცე­სით. და­ახ­ლო­ე­ბით 6-7 წლი­სა ვი­ყა­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რას, ბე­ბია ქა­ლა­ქის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე მიყ­ვარ­და სტუმ­რო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონ­და წიგ­ნე­ბის ლა­ბი­რინ­თებ­ში ხე­ტი­ა­ლი - ბნე­ლი ოთა­ხე­ბი იყო, სა­დაც მხო­ლოდ და მხო­ლოდ წიგ­ნე­ბი ცო­ცხლობ­დნენ. ბე­ბი­ამ იმ­დე­ნი მო­ა­ხერ­ხა, რომ 3 წლი­სამ ვი­ცო­დი ან­ბა­ნი, ხოლო 4 წლის ასაკ­ში შე­მეძ­ლო წერა და კი­თხვა. ბა­ბუა... მინ­და, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი სი­კე­თე­სა და წარ­მა­ტე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, მას მი­ვუ­ძღვნა. ის ყო­ველ­თვის ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო. ჩემი ოჯა­ხი ცნო­ბი­ლია ზუგ­დიდ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­უბ­რობ­და იმის შე­სა­ხებ, რომ მე ბა­ბუ­ა­ჩე­მი­სა და ბე­ბი­ა­ჩე­მის შვი­ლიშ­ვი­ლი, "ასე­თი გა­მოვ­დე­ქი..." (გააგრძელეთ კითხვა)