"საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე" - კვირის პალიტრა

"საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე"

შეშფოთებული ვართ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობებით და ფოტოებით, - ამის შესახებ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ი „ტვიტერში“ წერს.

„საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე სანამ ის პატიმრობაშია და მოვუწოდებთ მათ უზრუნველყონ დაუყოვნებლივი და სრული სამედიცინო დახმარება", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.