ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი მესამე ვადით აირჩიეს - კვირის პალიტრა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი მესამე ვადით აირჩიეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი, ლევან კობიაშვილი მესამე ვადით აირჩიეს.

„სპორტალის“ ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობაზე კობიაშვილს მხარი 28 დელეგატმა დაუჭირა.

მორიგი საარჩევნო ყრილობა 2027 წელს გაიმართება.