"ცუდად ვარ ორი დღეა, ისეთ სტატუსებს ვხედავ... მრცხვენია თქვენს მაგივრად" - თიკა ჯამბურია "ვოისის" გამარჯვებულს გამოესარჩლა: რას წერს მომღერალი? - კვირის პალიტრა

"ცუდად ვარ ორი დღეა, ისეთ სტატუსებს ვხედავ... მრცხვენია თქვენს მაგივრად" - თიკა ჯამბურია "ვოისის" გამარჯვებულს გამოესარჩლა: რას წერს მომღერალი?

მე­გა­შოუ "ვო­ი­სის" გარ­შე­მო სკან­და­ლი არ წყდე­ბა. უამ­რა­ვი მი­ლოც­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ირუ ხე­ჩა­ნო­ვის გა­მარ­ჯვე­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. ცუდ შე­ფა­სე­ბებს ღიად უწე­რენ, პი­რად გვერ­დზეც... წე­რენ, რომ პრო­ექ­ტი დად­გმუ­ლი იყო და "ხე­ჩა­ნო­ვის გა­მარ­ჯვე­ბა - მოს­ყი­დუ­ლი".

"ვო­ი­სის" გარ­შე­მო ატე­ხილ სკან­დალ­ზე მომ­ღე­რა­ლი თიკა ჯამ­ბუ­რია წერს და იმ ხალ­ხს აკ­რი­ტი­კებს, ვინც პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თად შე­ა­ფა­სა.

"სა­ერ­თოდ არ მინ­დო­და არაფ­რის და­წე­რა, მაგ­რამ ცუ­დად ვარ ორი დღეა ისეთ სტა­ტუ­სებს და პოს­ტებს ვხე­დავ, მა­კან­კა­ლებს !!!!! ისე მაგ­რად, რო­გორც ქარ­თველ ხალ­ხს ერთი ადა­მი­ა­ნის ამო­ჩე­მე­ბა და ჩა­ქოლ­ვა­ში გვერ­დით დგო­მა გა­მოგ­დით, ეგრე მარ­თლა არა­ფე­რი არ გა­მოგ­დით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლიკა სი­რა­ძე და თინა და­თი­კაშ­ვი­ლი იყ­ვნენ ჩემი ფა­ვო­რი­ტე­ბი, და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბო­და მათ მო­ე­გოთ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ერ გო­გოს ქვე­ბი ვეს­რო­ლო, ვლან­ძღო და ვწყევ­ლო….. რა ხდე­ბა, ხალ­ხო!!!

რა დღე­ში ხართ, მრცხვე­ნია მარ­თლა თქვენს მა­გივ­რად, ისეთ სტა­ტუ­სებს წერთ. დიახ მეც არ მო­მე­წო­ნა მისი ინ­ტერ­ვიუ, დიახ ჩემს გე­მოვ­ნე­ბა­შიც სხვა მომ­ღე­რა­ლი უფრო ჯდე­ბო­და, მაგ­რამ ამ გო­გოს შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ და მონ­დო­მე­ბამ ამ კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში ჩემი გა­ო­ცე­ბაც გა­მო­იწ­ვია, ვხე­დავ­დი რო­გორ იყო მონ­დო­მე­ბუ­ლი და ვხე­დავ­დი, თუ რო­გო­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი სურ­ვი­ლი ჰქონ­და ევ­რო­ვი­ზი­ის...

ასე რომ, არა უშავს, ის­წავ­ლეთ თა­ნაგ­რძნო­ბა, ის­წავ­ლეთ სხვე­ბის გრძნო­ბე­ბის და სურ­ვი­ლე­ბის გა­გე­ბაც. ამ უნი­ჭი­ე­რეს ბავ­შვებს წინ უზარ­მა­ზა­რი გზა და მო­მა­ვა­ლი აქვთ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ისი­ნი ყვე­ლა ძა­ლი­ან დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვენ, იმი­ტომ რომ, მონ­დო­მე­ბუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ იკარ­გე­ბი­ან …… ირუს კი წარ­მა­ტე­ბე­ბი იმ გზა­ზე, რაც აშ­კა­რად მისი ცხოვ­რე­ბის აზრი იყო… და აცა­დეთ ადა­მი­ა­ნებს და შე­არ­გეთ ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნა", - წერს ჯამ­ბუ­რია.

ცნო­ბის­თვის, მე­გა­შოუ "ვო­ი­სის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 22.8%-ით 21 წლის ირუ ხე­ჩა­ნო­ვი გახ­და. 2023 წლის "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს ის წა­რად­გენს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბელ­თა ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით გა­მოვ­ლინ­და.