ახალქალაქთან ქორწილის კორტეჟის მანქანა ავარიაში მოყვა, დაშავდა 6 ადამიანი - კვირის პალიტრა

ახალქალაქთან ქორწილის კორტეჟის მანქანა ავარიაში მოყვა, დაშავდა 6 ადამიანი

ახალქალაქი-არაგვას გზაზე ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ქორწილის კორტეჟის მანქანა საპირისპიროდ მიმავალ ავტომობილს დაეჯახა.

დაშავებულთაგან 3 თბილისის, 3 კი ახალქალაქის კლინიკაში მოათავსეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვისაა“ ცნობილი, მათი მდგომარეობა მძიმე არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.