"ვი­ცო­დი, რომ ზე­ლენ­სკი ბუნ­კერ­ში იყო და ემუქ­რე­ბოდ­ნენ... მე ვკი­თხე პუ­ტინს: "შენ აპი­რებ ზე­ლენ­სკის მოკ­ვლას?“ - კვირის პალიტრა

"ვი­ცო­დი, რომ ზე­ლენ­სკი ბუნ­კერ­ში იყო და ემუქ­რე­ბოდ­ნენ... მე ვკი­თხე პუ­ტინს: "შენ აპი­რებ ზე­ლენ­სკის მოკ­ვლას?“

ის­რა­ე­ლის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტის თქმით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ის და­არ­წმუ­ნა, რომ არ მოკ­ლავ­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის. ბე­ნე­ტი ამ­ბობს, რომ ეს გა­ა­კე­თა ომის სა­წყის ეტაპ­ზე, რო­დე­საც ის მე­დი­ა­ცი­ის მიზ­ნით, რუ­სეთ­ში ჩა­ვი­და.

ბე­ნე­ტიმ გა­იხ­სე­ნა 2022 წლის 5 მარტს გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა.

"ვი­ცო­დი, რომ ზე­ლენ­სკი ბუნ­კერ­ში იყო და ემუქ­რე­ბოდ­ნენ... მე ვკი­თხე მას (პუ­ტინს): "შენ აპი­რებ ზე­ლენ­სკის მოკ­ვლას?“

მან მი­პა­სუ­ხა, - "მე არ მოვ­კლავ ზე­ლენ­სკის.“, - იხ­სე­ნებს ის­რა­ე­ლის ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ჟურ­ნა­ლისტ ჰა­ნოხ და­უმ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც Youtube-ზე, ბე­ნე­ტის ოფი­ცი­ა­ლურ არხზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

მი­სი­ვე თქმით, პუ­ტინს ასე მი­მარ­თა - "სი­ტყვას მაძ­ლევ, რომ არ მოკ­ლავ ზე­ლენ­სკის?“, პუ­ტინ­მა კი უპა­სუ­ხა - "მე არ მოვ­კლავ ზე­ლენ­სკის.“ იხილეთ სრულად