ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებზე ზვავს ათი ადამიანი ემსხვერპლა
ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებზე ზვავს ათი ადამიანი ემსხვერპლა.
დასავლური მედია წერს, რომ სხვადასხვა კურორტზე დაღუპული ტურისტები ახალი ზელანდიიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან არიან.
ავსტრიის ხელისუფლებამ მე-4 დონის განგაში გამოაცხადა.
როგორც მედია აღნიშნავს, ორივე ქვეყანაში ზვავები საკმაოდ ხშირია. ავსტრიის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მხოლოდ შაბათს ტიროლის რეგიონში 30 ზვავი დაფიქსირდა.
IPN