"თურმე როგორ მყვარებიხარ, ბიჭო!" - ტესტი, რამდენად კარგად გახსოვთ "გარიგება"? - კვირის პალიტრა

"თურმე როგორ მყვარებიხარ, ბიჭო!" - ტესტი, რამდენად კარგად გახსოვთ "გარიგება"?

60-წუთიანი კომედიური ფილმი "გარიგება" მსახიობ ზაზა კოლელიშვილის პირველი სარეჟისორო ნამუშევარია და ის 1993 წელს გადაიღეს. სცენარის ავტორები მისი მეუღლე - ნათია გოგოჭური და ნუცა მატარაძე არიან, ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები:

ნანული სარაჯიშვილი (მარო), გიორგი პიპინაშვილი (მიტო), მარინე საღარაძე (ქეთინო), რუსლან მიქაბერიძე, დიმიტრი (დუტა) სხირტლაძე (მიტოს მეგობარი), ნინო კოლელიშვილი, მამუკა ლორია და სხვები.

"გარიგებამ" 1994 წელს მიუნხენის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალზე პრიზი აიღო - "საუკეთესო სცენარისათვის".

ჩვენს ტესტში ფილმში არსებული სახალისო ფრაზებია მოცემული, რომელთა უმეტესობა, ალბათ, ბევრ თქვენგანს კარგად ახსოვს.

გისურვებთ წარმატებას!

myquiz