"შენს გულს ვენაცვალე" - ლაშა ბექაური ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს
"ტატოს აჟღერებული ჰიმნი და ჩვენი ემიგრანტის ემოციები. შენ გულს ვენაცვალე" - წერს სოციალურ ქსელში ქართველი ძიუდოისტი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ლაშა ბექაური და ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს
ცნობისთვის, პარიზის ძიუდოს გრანდ სლემზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ერთი დღით ადრე კი, ქართველი გულშემატკივარი ოქროს მედლით ლაშა შავდათუაშვილმა გაახარა, რომელმაც პარიზის გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო.