თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 2300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 2300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 2300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

მაშველები ამ დრომდე განაგრძობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 1500-მდე ადამიანი, რამდენიმე ათასი კი დაშავებულია.

რაც შეეხება სირიაში არსებულ ვითარებას, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, სირიაში დაღუპულია სულ მცირე 820 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"