"მსგავსი მასშტაბის კი არა, საქართველოში 5 და 6-ბალიანი მიწისძვრაც სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა" - რა საფრთხეებზე საუბრობს სეისმოლოგი
6 თებერვალს, გვიან ღამით, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგთა ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მას შემდეგ არაერთი ბიძგი განმეორდა, დღის განმავლობაში კიდევ ერთი ძლიერი მიწიძვრა მოხდა.
სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი ამბობს, რომ მომხდარი საქართველოზე გავლენას არ მოახდენს, რადგან ეპიცენტრი ჩვენგან შორს მდებარეობს. თუმცა მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის მიწისძვრას საქართველოს დიდი ქალაქები ვერ გაუძლებდნენ...
- ბატონო ზურაბ, რამდენად მოსალოდნელი იყო ამ მასშტაბის მიწისძვრა კონკრეტულ რეგიონებში?
- მოსალონდელი იყო იმ მხრივ, რომ თურქეთის სეისმურ რუკას თუ დახედავთ, ეს ზოლი, სადაც გამთენიისას მიწისძვრა მოხდა, სეისმურად სახიფათო ზონად არის გამოყოფილი. სეისმური საფრთხის რუკაზე ეს ორი ზოლი ყველაზე დიდი რისკის შემცველად მიიჩნევა.
- დღეს, საქართველოში ალბათ ყველა ფიქრობს, ჩვენც ხომ არ გვემუქრება საფრთხე?
- არა, ეს მიწისძვრა ჩვენგან საკმაოდ შორს მოხდა, რომ რაიმე გავლენაზე ვისაუბროთ. გლობალურად რომ შევხედოთ ერთიანი რეგიონია და ამ დროს არაბეთი ეჯახება ევრაზიას. თურქეთი, ირანი, კავკასია კი ერთ ზონაშია. ერთსაც გეტყვით, კონკრეტულად ასეთი ძლიერი მიწისძვრა კავკასიაში არ მომხდარა. იგივე 1939 წლის თურქეთის მიწისძვრა რომ გავიხსენოთ. ჩვენს რეგიონს ოდნავ ნაკლები სეისმურობა აქვს, მაგრამ შეგვიძლია სპიტაკის მიწისძვრის ამბავი გავიხსენოთ, 1991 წელს მომხდარი რაჭის მიწისძვრა, იგივე სიდიდის იყო რაც სპიტაკის შემთხვევაში. წაიკითხე სტატია სრულად